Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 19

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 19. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად.

2.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს უმაღლეს საბჭოს სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში; ბ) უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს; გ) უძღვება უმაღლესი საბჭოს მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს უმაღლესი საბჭოს ორგანოებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობას; დ) თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომებს, იწვევს და თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში ამ უფლებამოსილებათა განხორციელებას ავალებს თავის მოადგილეს; ე) ბრძანებით განსაზღვრავს თავისი მოადგილის საქმიანობის სფეროებს, აძლევს მას ცალკეულ დავალებებს; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხელმოსაწერად უგზავნის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ კანონებს, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონისა; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონებს; თ) ხელს აწერს და აქვეყნებს რეგლამენტს, ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ სხვა აქტებს; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს; კ) რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში სვამს დროებითი კომისიის შექმნის საკითხს; ლ) რეგლამენტით დადგენილი წესით იწვევს რიგგარეშე სესიას ან რიგგარეშე სხდომას; მ) უმაღლეს საბჭოს ასარჩევად წარუდგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას; ნ) საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან საქართველოს პარლამენტში შექმნილ ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში ნიშნავს უმაღლესი საბჭოს სამ წევრს; ო) (ამოღებულია - 05.09.2023, №80-Iს); პ) (ამოღებულია - 05.09.2023, №80-Iს); ჟ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების, უმაღლესი საბჭოს დელეგაციებისა და სხვა დასაქმებულთა მივლინებაში წარგზავნის საკითხებს; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს უმაღლესი საბჭოსა და ცალკეული უმაღლესი საბჭოს წევრების უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვის უზრუნველსაყოფად; ს) საერთო ხელმძღვანელობას უწევს უმაღლესი საბჭოს აპარატისა და სხვა დამხმარე სტრუქტურების საქმიანობას; ტ) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებასა და სტრუქტურას. ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხას. კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის, აპარატის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და სხვა დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ოდენობებს. ადგენს სახელფასო დანამატის, ფულადი ჯილდოს ოდენობას; ტ​ 1 ) უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერას და ცვლილებები შეაქვს მასში; უ) რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, აპარატის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უმაღლესი საბჭოს აპარატის შემადგენლობაში შემავალი პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს; ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს; ქ) უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებულ საკითხებს; ღ) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს; ყ) უმაღლესი საბჭოს სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს) საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში; შ) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე იწვევს თანამდებობის პირებს, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე დასწრების სურვილის მქონე საზოგადოების წარმომადგენლებს; ჩ) ამტკიცებს უმაღლეს საბჭოში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს; ც) იღებს გადაწყვეტილებას, ამ რეგლამენტის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ჯილდოების მინიჭების, ასევე უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელით პირის დაჯილდოების შესახებ. მადლობის სიგელის ფორმას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ძ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 5 სექტემბრის რეგლამენტი №80-Iს - ვებგვერდი, 08.09.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ.

რედაქციების შედარება

1. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად. 2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს უმაღლეს საბჭოს სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში; ბ) უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს; გ) უძღვება უმაღლესი საბჭოს მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს უმაღლესი საბჭოს ორგანოებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობას; დ) თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომებს, იწვევს და თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში ამ უფლებამოსილებათა განხორციელებას ავალებს თავის მოადგილეს; ე) ბრძანებით განსაზღვრავს თავისი მოადგილის საქმიანობის სფეროებს, აძლევს მას ცალკეულ დავალებებს; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხელმოსაწერად უგზავნის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ კანონებს, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონისა; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონებს; თ) ხელს აწერს და აქვეყნებს რეგლამენტს, ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ სხვა აქტებს; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს; კ) რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში სვამს დროებითი კომისიის შექმნის საკითხს; ლ) რეგლამენტით დადგენილი წესით იწვევს რიგგარეშე სესიას ან რიგგარეშე სხდომას; მ) უმაღლეს საბჭოს ასარჩევად წარუდგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას; ნ) საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან საქართველოს პარლამენტში შექმნილ ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში ნიშნავს უმაღლესი საბჭოს სამ წევრს; ო) (ამოღებულია - 05.09.2023, №80-Iს); პ) (ამოღებულია - 05.09.2023, №80-Iს); ჟ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების, უმაღლესი საბჭოს დელეგაციებისა და სხვა დასაქმებულთა მივლინებაში წარგზავნის საკითხებს; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს უმაღლესი საბჭოსა და ცალკეული უმაღლესი საბჭოს წევრების უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვის უზრუნველსაყოფად; ს) საერთო ხელმძღვანელობას უწევს უმაღლესი საბჭოს აპარატისა და სხვა დამხმარე სტრუქტურების საქმიანობას; ტ) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებასა და სტრუქტურას. ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხას. კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის, აპარატის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და სხვა დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ოდენობებს. ადგენს სახელფასო დანამატის, ფულადი ჯილდოს ოდენობას; ტ​ 1 ) უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერას და ცვლილებები შეაქვს მასში; უ) რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, აპარატის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უმაღლესი საბჭოს აპარატის შემადგენლობაში შემავალი პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს; ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს; ქ) უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებულ საკითხებს; ღ) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს; ყ) უმაღლესი საბჭოს სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს) საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში; შ) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე იწვევს თანამდებობის პირებს, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე დასწრების სურვილის მქონე საზოგადოების წარმომადგენლებს; ჩ) ამტკიცებს უმაღლეს საბჭოში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს; ც) იღებს გადაწყვეტილებას, ამ რეგლამენტის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ჯილდოების მინიჭების, ასევერეგლამენტით უმაღლესიდადგენილი საბჭოსწესით მადლობისიღებს სიგელითგადაწყვეტილებას პირის დაჯილდოების შესახებ. მადლობის სიგელის ფორმას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ინდივიდუალურიმედლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივიდაჯილდოების აქტით;შესახებ; ძ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 5 სექტემბრის რეგლამენტი №80-Iს - ვებგვერდი, 08.09.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 19 დეკ. 2024
  2. 8 სექ. 2023
  3. 1 იან. 2022· გამოქვეყნდა 25 მაი. 2021
წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 19¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №18

1
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2024-12-19
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 4

მიუთითებენ მასზე

მუხლი 104

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 9უმაღლესი საბჭოს წევრის ზოგადი უფლება-მოვალეობები
  • 37კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილებები
  • 76პლენარული სხდომის თავმჯდომარე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 13უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები
  • 120უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა
  • 119უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 12უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე
  • 8უმაღლესი საბჭოს სტატუსი
  • 17უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 9¹მთავრობის თავმჯდომარე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 3უმაღლესი საბჭოს სტატუსი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 8¹მთავრობის თავმჯდომარე არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12817131201199¹41049377638¹19
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026