აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 71. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი შეკრება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა და მას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

2.ახალარჩეული უმაღლესი საბჭო პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (შემდგომ – უსკო) მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს უმაღლესი საბჭოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას უმაღლესი საბჭოს წევრები სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ.

3.ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას ხსნის უსკოს თავმჯდომარე, რომელიც სიტყვას აძლევს სხდომაზე დამსწრე უხუცეს არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრს. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება სხდომაზე დამსწრე უხუცესი არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრი.

4.ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სახელმწიფოსა და საზოგადოების წარმომადგენლები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა და მას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. 2. ახალარჩეული უმაღლესი საბჭო პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (შემდგომ – უსკო) მიერ გაცემული დროებითი მოწმობების საფუძველზე ახორციელებს უმაღლესი საბჭოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას უმაღლესი საბჭოს წევრები სარეგისტრაციო ფურცელზე ხელის მოწერით ადასტურებენ. 3.  ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას ხსნის უსკოს თავმჯდომარე, რომელიც სიტყვას აძლევს სხდომაზე დამსწრე უხუცეს არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრს. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება სხდომაზე დამსწრე უხუცესი არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრი. 4. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სახელმწიფოსა და საზოგადოების წარმომადგენლები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის რეგლამენტი №14-Iს - ვებგვერდი, 19.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 19 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10 (დ…9 (და…16 (დ…57³373141132845871
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა