აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 70. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზში (შემდგომში – სხდომათა დარბაზი) სხდომის პრეზიდიუმში ადგილს იკავებს სხდომის თავმჯდომარე.

2.სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისთვის.

3.სხდომის პრეზიდიუმთან განთავსებულია ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.

4.სხდომათა დარბაზში უმაღლესი საბჭოს წევრი იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს.

5.სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებისათვის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების წარმომადგენლებისათვის, უმაღლესი საბჭოს აპარატის პასუხისმგებელი პირებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე სხდომაზე განსაზღვრული წესით დასწრების მსურველი მოქალაქეებისათვის.

6.სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული.

7.უმაღლესი საბჭოს მუშაობის გაცნობის მიზნით, განსაზღვრული დროით სხდომათა დარბაზში შეიძლება მიიწვიონ საზოგადოების წარმომადგენლები.

8.უმაღლესი საბჭოს შენობაში შეიძლება ჩატარდეს ცალკეული ღონისძიებები, მათ შორის ექსკურსიები და დაჯილდოების პროცედურები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზში (შემდგომში – სხდომათა დარბაზი) სხდომის პრეზიდიუმში ადგილს იკავებს სხდომის   თავმჯდომარე. 2. სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისთვის. 3. სხდომის პრეზიდიუმთან განთავსებულია ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის. 4. სხდომათა დარბაზში უმაღლესი საბჭოს წევრი იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს. 5. სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებისათვის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების წარმომადგენლებისათვის, უმაღლესი საბჭოს აპარატის პასუხისმგებელი პირებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე სხდომაზე განსაზღვრული წესით დასწრების მსურველი მოქალაქეებისათვის. 6. სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული. 7. უმაღლესი საბჭოს მუშაობის გაცნობის მიზნით, განსაზღვრული დროით სხდომათა დარბაზში შეიძლება მიიწვიონ საზოგადოების წარმომადგენლები. 8. უმაღლესი საბჭოს შენობაში შეიძლება ჩატარდეს ცალკეული ღონისძიებები, მათ შორის ექსკურსიები და დაჯილდოების პროცედურები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12 (დ…8 (და…16 (დ…636113378196958370
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა