Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 72

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 72. უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.პირველ სხდომაზე, უმაღლეს საბჭოში არჩეულ პოლიტიკურ ძალებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად, ახალარჩეული უმაღლესი საბჭო, უსკოს თავმჯდომარის წარდგინებით, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, უმაღლესი საბჭოს წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, აირჩევა: ა) უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 3 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია ხელმძღვანელობს ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას წყვეტს ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე; ბ) უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია 5 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის წევრთაგან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს.

2.უმაღლესი საბჭოს დროებით სამანდატო კომისიას უფლებამოსილება უწყდება საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დაკომპლექტებისთანავე.

3.ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე, უსკოს თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს აცნობებს არჩევნების შედეგებს და უმაღლესი საბჭოს დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმებს, მასალებს არჩევნების შედეგების, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ).

4.უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ მუხლის მესამე პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტაციას და შედეგებს მოახსენებს უმაღლეს საბჭოს, რომელიც დადგენილებით ცნობს უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილებას დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარმოდგენილი ერთიანი სიით.

5.უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის კანონიერება: ა) გასაჩივრებულია სასამართლოში; ბ) საეჭვოდ მიიჩნია უმაღლესი საბჭოს დროებითმა სამანდატო კომისიამ.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის დასკვნის, ხოლო საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის შექმნის შემდეგ – ამ კომიტეტის დასკვნის საფუძველზე უმაღლესი საბჭო განიხილავს უახლოეს პლენარულ სხდომაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ არ დადგინდება ამ პირის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელის შემშლელი გარემოება; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხს შეისწავლის უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია ან საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას. აღნიშნულ დასკვნას უმაღლესი საბჭო განიხილავს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

7.უმაღლესი საბჭო სრულ უფლებამოსილებას იძენს უმაღლესი საბჭოს წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. უმაღლესი საბჭოს წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

8.თუ უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო უმაღლესმა საბჭომ, უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა წყდება. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს მომდევნო სხდომას იწვევს უსკოს თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება უმაღლესი საბჭოს წინაშე უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად. ამ პირთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი წესრიგდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

9.ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი შეკრებისთანავე უმაღლესი საბჭოს წევრები დროებით სამანდატო კომისიას წარუდგენენ სათანადო განცხადებასა და დოკუმენტაციას ფრაქციების შექმნის თაობაზე.

10.უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას აწვდის ინფორმაციას ფრაქციების შექმნის შესახებ, თუ დროებითმა სამანდატო კომისიამ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო.

11.ფრაქციების შექმნისთანავე უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია შეიმუშავებს კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და გადასცემს ფრაქციებს/უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს. უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია უმაღლესი საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომას დასამტკიცებლად წარუდგენს კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. ამ კვოტების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 71შემდეგი მუხლი 73

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 აპრ. 2026 · №18

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 63დროებითი კომისიის სხდომა
  • 57დროებითი კომისიის შექმნა
  • 29კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 6პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია. პარლამენტის წევრის ფიცი
  • 63დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 49დროებითი კომისიის თავმჯდომარის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 53დროებითი კომისიის სხდომა
  • 47დროებითი კომისიის შექმნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 23უსკოს
  • 19უსკოს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 14 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 6უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14 (დ…49534776357296663231972
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026