Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებმუხლი 32

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 32. არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა

რედაქცია №30 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა მოიცავს: ა) ინფორმაციას მშენებლობის ნებართვის ობიექტის თაობაზე, რომელიც მოიცავს: ა.ა) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს; ა.ბ) ფურცლების ჩამონათვალს; ა.გ) გამოყენებულ პირობით აღნიშვნებს; ა.დ) განმარტებით ბარათს, რომელიც მოიცავს დაგეგმარების მიზნების აღწერას: ა.დ.ა) დაგეგმარების საფუძველსა და მიზნებს; ა.დ.ბ) მიწის ნაკვეთის წერილობით აღწერას; ა.დ.გ) პროექტის შინაარსობრივ აღწერას; ა.დ.დ) შენობა-ნაგებობის ძირითადი სტრუქტურული სისტემის აღწერას; ა.დ.ე) დაგეგმარებისათვის გამოყენებული კანონმდებლობის აღწერას; ა.ე) შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს: ა.ე.ა) მიწის ნაკვეთის ფართობს; ა.ე.ბ) გამოყენებული კ1-ის სიდიდესა და განაშენიანების ფართობს; ა.ე.გ) გამოყენებული კ2-ის სიდიდესა და განაშენიანების სიმჭიდროვის ფართობს, თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის ჩვენებით; ა.ე.დ) გამოყენებული კ3-ის სიდიდესა და გამწვანების ფართობს; ა.ე.ე) შენობა-ნაგებობის ფართობს, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში: საცხოვრებელი სახლის ფართობს; ბინის ფართობ(ებ)ს; საოფისე ფართობს; სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფართობ(ებ)ს; საწარმოო ფართობს; სასაწყობო ფართობს; კიბის უჯრედისა და სადარბაზოების ფართობებს; საზაფხულო (აივნების, ტერასების, ვერანდებისა და ლოჯიების) ფართობებს; ბ) შენობა-ნაგებობებისთვის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან“ შესაბამისობის ანალიზს: ბ.ა) დაკავებულობებსა და თითოეული გამოყენების აღწერას; ბ.ბ) კონსტრუქციის ტიპ(ებ)ს; ბ.გ) სიმაღლის შეზღუდვებს; ბ.დ) ფართობის შეზღუდვებს; ბ.ე) გარე კედლის ღიობებისადმი მოთხოვნებს; ბ.ვ) მოთხოვნებს გასასვლელებისადმი; ბ.ზ) ხანძრისაგან დაცვის სისტემებისადმი მოთხოვნებს; ბ.თ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობებისადმი მოთხოვნებს; ბ.ი) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს გ) სიტუაციურ გეგმას − მ 1:2000 ან მ 1:1000; დ) არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტომასალას (შორი და ახლო ხედებით, თარიღის მითითებით); ე) მიწის ნაკვეთის გეგმას (კოორდინატების მითითებით) − მ 1:500 ან მ 1:250: ე.ა) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთის გეგმას; ე.ბ) შენობა-ნაგებობების განთავსებასა და სიმაღლეებს; ე.გ) მიწის ნაკვეთთან მისასვლელ და შიგასაავტომობილო გზებს, ავტოსადგომებს, საფეხმავლო ბილიკებს, საველოსიპედე ბილიკებს, გამწვანება, კეთილმოწყობა და სხვა; ე.დ) საჭიროების შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერების განთავსების სქემას; ე.ე) მიწის ზედაპირის ცვლილების შემთხვევაში, მიწის ზედაპირის ცვლილების გეგმას; ე.ვ) ზედაპირული წყლების მოცილების სქემას; ვ) სართულის გეგმები ყველა დონეზე და სახურავის გეგმა − მ 1:200, მ 1:100 ან/და მ 1:50: ვ.ა) შენობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმას საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკების ზედაპირების ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით; ვ.ბ) შენობის სართულების გეგმები უნდა იძლეოდეს ინფორმაციას სართულის ძირითადი ზომების, ოთახის ან/და სივრცის ფართობებისა და მათი ძირითადი ზომების, ასევე გასასვლელი საშუალებების ძირითადი ზომების შესახებ; ვ.გ) ავეჯის ან/და სხვა აღჭურვილობის განლაგების გეგმები − „ტექნიკური რეგლამენტის − შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად; ზ) შენობა-ნაგებობის განივი ან/და გრძივი ჭრილ(ებ)ი – მ 1:200, მ 1:100 ან/და მ 1:50, ხოლო საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში – მ 1:2000, მ 1:000, მ 1:500, მ 1:200, მ 1:100 ან/და მ 1:50: ზ.ა) შენობა-ნაგებობის ჭრილები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს იატაკის ზედაპირის ნიშნულებსა და შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს, აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით, ხოლო საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში, მიეთითება მხოლოდ შენობა-ნაგებობის ჭრილები; ზ.ბ) ნებართვის მაძიებლის სურვილისამებრ გამოყენებულ მასალებს; ზ.გ) ნებართვის მაძიებლის სურვილისამებრ მნიშვნელოვან ნაწილებს ან/და დეტალებს – მ 1:20, მ 1:10 ან/და მ 1:5; თ) შენობა-ნაგებობის ყველა ფასადს – მ 1:200, მ 1:100 ან/და მ 1:50: თ.ა) ფასადზე გამოყენებულ მასალებსა და ფერებს; თ.ბ) მომიჯნავე შენობების არსებობის შემთხვევაში, განშლებს − მ 1:500 ან/და მ 1:200; თ.გ) ფასადის მნიშვნელოვან ნაწილებს ან/და დეტალებს – მ 1:20, მ 1:10 ან/და მ 1:5; ი) შენობა-ნაგებობებისთვის დაკავებულობებისა და გასასვლელი საშუალებების გეგმებს – მ 1:200 ან/და მ 1:100: ი.ა) დაკავებულობის დატვირთვებს; ი.ბ) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობებს; ი.გ) გასასვლელებს, გასასვლელთან მისადგომებს, გასავლელებსა და შენობიდან გამოსასვლელებს; ი.დ) გასასვლელამდე სავალ მაქსიმალურ მანძილებს; ი.ე) მისაწვდომობის სვლაგეზს; ი.ვ) საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის ფართობებს; ი.ზ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს; კ) შენობა-ნაგებობებისთვის გზა-კიბეების, პანდუსების, მოაჯირებისა და სახელურების შესაბამისობას შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან ნახაზების სახით – მ 1:50 ან/და მ 1:20; ლ) შენობა-ნაგებობებისთვის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმებს – მ 1:200ლ.ა) ცეცხლმედეგობის ხარისხიან მოთხოვნილ გამმიჯნავებს; ლ.ა) გამოყენებულ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს; ლ.ბ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს; მ) განსაკუთრებულ სამშენებლო რეგულირების ზონებსა და ისტორიული დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობის ფასადებს, რომლებზეც მითითებულ უნდა იქნეს მათი ძირითადი გაბარიტული ზომები, სიმაღლეები, მათ შორის, სართულების მიხედვით სიმაღლეები, მიწის გადაკვეთის დონეების ჩვენებით აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით, ფასადზე განთავსებული ყველა ღიობისა და არქიტექტურული დეტალების ზომების მითითებით, ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) ნახაზებს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობის ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატური ნახაზების ჩვენებით (მაგ.: ქუჩის განშლა); ფოტომონტაჟსა და აქსონომეტრიულ ხედებს არქიტექტურული დეტალების, მოსაპირკეთებელ-სამშენებლო მასალებისა და ფერების განსაზღვრით (როგორც ნაბეჭდი, ასევე ციფრული სახით, ფასადებზე გამოყენებული ყველა სახის მოსაპირკეთებელი მასალების, ფანჯრების, ვიტრაჟების, მოაჯირებისა თუ სხვა არქიტექტურული ელემენტების დეტალური მითითებით (მათ შორის, გათბობა-კონდიცირების ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილის მითითებით), ასევე გამოყენებული საღებავების ფერს RGB ან RAL კოდების მიხედვით; მ 1 ) შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების შესახებ დოკუმენტაციას, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად. ნ) საჭიროების შემთხვევაში, მაკეტს ან/და სამგანურ ხედ(ებ)ს ან/და ფოტომონტაჟს; ო) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, ასევე − მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტს, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმმაციას: ო.ა) კ-3 კოეფიციენტის ფართობს; ო.ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე); ო.გ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს; ო.დ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს; ო.ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობას; პ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით. პ 1 ) შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის სქემებს, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას; ჟ) ნებართვის მაძიებლის სურვილისამებრ, დამატებით მასალას.

1¹.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ.ბ“, „ა.ე.ბ“-„ა.ე.დ“, „ბ.ა“, „ბ.გ“-„ბ.ვ“, „ვ“, „თ.ა“, „თ.ბ“, „ი“, „ლ“, „ო.ა“-„ო.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობაზე, „ი.ე“ ქვეპუნქტი ვრცელდება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ხოლო „ლ.ა“ ქვეპუნქტი ვრცელდება მხოლოდ საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემთხვევაში.

1¹.არქიტექტურული პროექტის ნახაზები უნდა მომზადდეს შემდეგი მასშტაბებით: ა) მიწის ნაკვეთის გეგმა – 1:500 ან 1:200 მასშტაბით; ბ) შენობა-ნაგებობის სართულის გეგმები ყველა დონეზე და სახურავის გეგმა, მახასიათებელი ჭრილები, ფასადების ნახაზები და საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების სქემები – 1:100 მასშტაბით; გ) შენობა–ნაგებობის გზა–კიბეები, პანდუსები, მისაწვდომი სივრცეები და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნაწილები უნდა მომზადდეს გადიდებული – 1:50 მასშტაბით; დ) დეტალური ნახაზები უნდა მომზადდეს 1:20, 1:10, 1:5, 1:2 ან 1:1 მასშტაბით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული არქიტექტურული პროექტის ნაწილები შესაძლებელია წარდგენილი იყოს შეთავსებული სახით.

3.ბეჭდური სახით წარდგენის შემთხვევაში − არქიტექტურული პროექტი წარდგენილი უნდა იყოს A-4 ფორმატად დაკეცილი, ბაინდერში/სწრაფჩამკერში აკინძული სახით. შენიშვნა : შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურა – „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განმარტებული შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურა – (ფიზიკური ინფრასტრუქტურა ან ინსტალაციები ბოლო მომხმარებლამდე, მათ შორის, საერთო საკუთრებაში არსებული ელემენტები, რომლებიც განკუთვნილია სადენიანი დაშვების ქსელების ან/და უსადენო დაშვების ქსელების განსათავსებლად და სადაც ამ ქსელებით შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდება და შენობის დაშვების წერტილის ქსელის ტერმინაციის წერტილთან მიერთება). საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №733 – ვებგვერდი, 07.12.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №748 – ვებგვერდი, 15.12.2020წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №336 - ვებგვერდი, 09.10.2024წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №550 - ვებგვერდი, 19.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 20 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 მაი. 2026 – 1 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 17 ოქტ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  3. 15 დეკ. 2020 – 1 მარ. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 19 დეკ. 2025
  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 9 ოქტ. 2024
  3. 1 მარ. 2021· გამოქვეყნდა 7 დეკ. 2020
  4. 15 დეკ. 2020

    „ზ“ და „ზ.ა“ ქვეპუნქტებში საავტომობილო გზების მშენებლობისათვის დაემატა ჭრილების განსხვავებული მასშტაბები და მხოლოდ შენობა-ნაგებობის ჭრილების მითითება. ახალი 1¹ პუნქტი ჩამოთვლილ ქვეპუნქტებს ამ მშენებლობაზე არ ავრცელებს და „ი.ე“ და „ლ.ა“ ქვეპუნქტებზე აწესებს პირობებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 31შემდეგი მუხლი 33

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 ოქტ. 2026 · №30

  • 4 ცვლილება · ბოლო 19 დეკ. 2025
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 52სამშენებლო დოკუმენტის პროექტი
  • 33კონსტრუქციული სქემის შემადგენლობა
  • 34ტექნოლოგიური სქემის შემადგენლობა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 106მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული დოკუმენტები
  • 40განაშენიანების გეგმის შემადგენლობა
  • 39გენერალური გეგმის შემადგენლობა

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 50არქეოლოგიური სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა
  • 43ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა

სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ

  • 2ექსპერტიზას დაქვემდებარებული სანებართვო დოკუმენტაციის სახეები შენობა-ნაგებობის კლასების მიხედვით

არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

  • 9არქიტექტორის მოვალეობები
  • 2გამოყენებული ტერმინები
  • 15არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
504392151064039252333432
მნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…კულტურული მემკვიდრეობი…სანებართვო დოკუმენტაცი…არქიტექტურული საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 ოქტ. 2026 · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026