Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებმუხლი 52

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 52. სამშენებლო დოკუმენტის პროექტი

რედაქცია №30 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სამშენებლო დოკუმენტის პროექტი მოიცავს: ა) თავფურცელს – ობიექტის დასახელებასა და მისამართს; ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს (ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში); გ) მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას/დასკვნას; დ) განმარტებით ბარათს; ე) შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს: ე.ა) მიწის ნაკვეთის ფართობს; ე.ბ) გამოყენებული კ1-ის სიდიდესა და განაშენიანების ფართობს; ე.გ) გამოყენებული კ2-ის სიდიდესა და განაშენიანების სიმჭიდროვის ფართობს, თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის ჩვენებით; ე.დ) გამოყენებული კ3-ის სიდიდესა და გამწვანების ფართობს; ე.ე) შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში; ე.ვ) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ სიმაღლეს; ე.ზ) შენობა-ნაგებობის ფართობს, მათ შორის არსებობის შემთხვევაში: საცხოვრებელი სახლის ფართობს; ბინის ფართობ(ებ)ს; საოფისე ფართობს; სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფართობ(ებ)ს; საწარმოო ფართობს; სასაწყობო ფართობს; კიბის უჯრედისა და სადარბაზოების ფართობებს; საგაზაფხულო (აივნების, ტერასების, ვერანდებისა და ლოჯიების) ფართობებს; ვ) სიტუაციურ გეგმას სათანადო დეტალიზაციით; ზ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმას მისი საკადასტრო საზღვრებისა და არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელების ჩვენებით; თ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთის გეგმას (მაგ.: სადაც ნაჩვენებია მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელები, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსება, მისასვლელი გზების, ავტოსადგომების, ღობეების, გამწვანებისა და სხვა ნაწილების ასახვა); მასშტაბი 1:500 ან 1:1000; ი) შენობის ყველა სართულის გეგმებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკის ზედაპირების ნიშნულების ჩვენებით და შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში); კ) შენობის სახურავის გეგმას (საკადასტრო საზღვრის პროექციის ჩვენებით); ლ) შენობის მახასიათებელ ჭრილებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკის ზედაპირის ნიშნულების, იატაკის მოპირკეთების ზედაპირის ნიშნულების ჩვენებით და შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში); მ) შენობის ყველა ფასადის ნახაზს მისი მოსაპირკეთებელი მასალის, ფასადზე არსებული არქიტექტურული დეტალებისა და ფასადის ფერების განსაზღვრით; მ 1 ) შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების შესახებ დოკუმენტაციას საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად. ნ) საჭიროების შემთხვევაში, ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) ნახაზებს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობის ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატური ნახაზების ჩვენებით (მაგ.: ქუჩის განშლა); ო) საჭიროების შემთხვევაში, ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) განშლების სქემატურ ნახაზებს შენობისა და გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის ჩვენებით; პ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმას; ჟ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტს; რ) საჭიროების მიხედვით ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებთან მიერთების პროექტ(ებ)ს; ს) შენობა-ნაგებობის ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების პროექტებს; ტ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საწარმოო პროცეს(ებ)ის ტექნოლოგიურ სქემას; უ) მშენებლობის ორგანიზების პროექტს, ამ დადგენილების შესაბამისად.

2.ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში სამშენებლო დოკუმენტის პროექტი მოიცავს: ა) თავფურცელს – ობიექტის დასახელებასა და მისამართს; ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს (ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში); გ) ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას/დასკვნას; დ) განმარტებით ბარათს; ე) ხაზობრივი ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს; ვ) სიტუაციურ გეგმას სათანადო დეტალიზაციით; ზ) ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის ტოპოგრაფიულ გეგმას, არსებული საინჟინრო კომუნიკაციების ჩვენებით; თ) ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის ტოპოგრაფიულ გეგმაზე ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის მიწის ნაკვეთ(ებ)ზე განთავსების გეგმას; ი) ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის გეგმებს; კ) ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის მახასიათებელ ჭრილებს; ლ) საჭიროების შემთხვევაში ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის ხედების/ფასადების სქემატურ ნახაზებს; მ) საჭიროების შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის გრუნტის ზედაპირისა და ძირითადი საინჟინრო კომუნიკაციების ცვლილების გეგმას; ნ) ხაზობრივი ნაგებობის კონსტრუქციულ პროექტს, რომელიც შედგება ხაზობრივი ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან; ო) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საწარმოო პროცეს(ებ)ის ტექნოლოგიურ სქემას; პ) მშენებლობის ორგანიზების პროექტს, ამ დადგენილების შესაბამისად, გარდა საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზისა და მასზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის შემთხვევისა.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „რ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები წარმოდგენილი უნდა იყოს ნახაზების სახით: ა) ძირითადი ნახაზებისათვის – 1:50; 1:100 ან 1:200 მასშტაბით; ბ) დეტალური ნახაზებისათვის – 1:1; 1:2; 1:5; 1:10 ან 1:20 მასშტაბით.

4.შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს ელექტრონულ ვერსიას.

5.დამკვეთის გადაწყვეტილებით სამშენებლო დოკუმენტის პროექტი შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს: ა) ტერიტორიის ფოტოებს; ბ) ციფრულ ვიზუალიზაციას, პროექტის ელექტრონულ ვერსიასა და/ან მაკეტს.

6.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის ნაწილები შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შეთავსებული სახით.

7.ამ დადგენილების 51-ე მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული მახასიათებლების მქონე შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის დოკუმენტის პროექტი მოიცავს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მოცემულ დოკუმენტაციას, გარდა, პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული დოკუმენტაციისა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №748 – ვებგვერდი, 15.12.2020წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №550 - ვებგვერდი, 19.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამშენებლო დოკუმენტის პროექტი მოიცავს: ა) თავფურცელს – ობიექტის დასახელებასა და მისამართს; ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს (ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში); გ) მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას/დასკვნას; დ) განმარტებით ბარათს; ე) შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს: ე.ა) მიწის ნაკვეთის ფართობს; ე.ბ) გამოყენებული კ1-ის სიდიდესა და განაშენიანების ფართობს; ე.გ) გამოყენებული კ2-ის სიდიდესა და განაშენიანების სიმჭიდროვის ფართობს, თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის ჩვენებით; ე.დ) გამოყენებული კ3-ის სიდიდესა და გამწვანების ფართობს; ე.ე) შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში; ე.ვ) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ სიმაღლეს; ე.ზ) შენობა-ნაგებობის ფართობს, მათ შორის არსებობის შემთხვევაში: საცხოვრებელი სახლის ფართობს; ბინის ფართობ(ებ)ს; საოფისე ფართობს; სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფართობ(ებ)ს; საწარმოო ფართობს; სასაწყობო ფართობს; კიბის უჯრედისა და სადარბაზოების ფართობებს; საგაზაფხულო (აივნების, ტერასების, ვერანდებისა და ლოჯიების) ფართობებს; ვ) სიტუაციურ გეგმას სათანადო დეტალიზაციით; ზ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმას მისი საკადასტრო საზღვრებისა და არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელების ჩვენებით; თ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთის გეგმას (მაგ.: სადაც ნაჩვენებია მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელები, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსება, მისასვლელი გზების, ავტოსადგომების, ღობეების, გამწვანებისა და სხვა ნაწილების ასახვა); მასშტაბი 1:500 ან 1:1000; ი) შენობის ყველა სართულის გეგმებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკის ზედაპირების ნიშნულების ჩვენებით და შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში); კ) შენობის სახურავის გეგმას (საკადასტრო საზღვრის პროექციის ჩვენებით); ლ) შენობის მახასიათებელ ჭრილებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკის ზედაპირის ნიშნულების, იატაკის მოპირკეთების ზედაპირის ნიშნულების ჩვენებით და შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში); მ) შენობის ყველა ფასადის ნახაზს მისი მოსაპირკეთებელი მასალის, ფასადზე არსებული არქიტექტურული დეტალებისა და ფასადის ფერების განსაზღვრით; მ 1 ) შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების შესახებ დოკუმენტაციას საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად. ნ) საჭიროების შემთხვევაში, ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) ნახაზებს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობის ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატური ნახაზების ჩვენებით (მაგ.: ქუჩის განშლა); ო) საჭიროების შემთხვევაში, ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) განშლების სქემატურ ნახაზებს შენობისა და გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის ჩვენებით; პ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმას; ჟ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტს; რ) საჭიროების მიხედვით ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებთან მიერთების პროექტ(ებ)ს; ს) შენობა-ნაგებობის ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების პროექტებს; ტ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საწარმოო პროცეს(ებ)ის ტექნოლოგიურ სქემას; უ) მშენებლობის ორგანიზების პროექტს, ამ დადგენილების შესაბამისად. 2. ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში სამშენებლო დოკუმენტის პროექტი მოიცავს: ა) თავფურცელს – ობიექტის დასახელებასა და მისამართს; ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს (ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში); გ) ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას/დასკვნას; დ) განმარტებით ბარათს; ე) ხაზობრივი ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს; ვ) სიტუაციურ გეგმას სათანადო დეტალიზაციით; ზ) ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის ტოპოგრაფიულ გეგმას, არსებული საინჟინრო კომუნიკაციების ჩვენებით; თ) ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის ტოპოგრაფიულ გეგმაზე ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის მიწის ნაკვეთ(ებ)ზე განთავსების გეგმას; ი) ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის გეგმებს; კ) ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის მახასიათებელ ჭრილებს; ლ) საჭიროების შემთხვევაში ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის ხედების/ფასადების სქემატურ ნახაზებს; მ) საჭიროების შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის გრუნტის ზედაპირისა და ძირითადი საინჟინრო კომუნიკაციების ცვლილების გეგმას; ნ) ხაზობრივი ნაგებობის კონსტრუქციულ პროექტს, რომელიც შედგება ხაზობრივი ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან; ო) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საწარმოო პროცეს(ებ)ის ტექნოლოგიურ სქემას; პ) მშენებლობის ორგანიზების პროექტს, ამ დადგენილების შესაბამისად, გარდა საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზისა და მასზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის შემთხვევისა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „რ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები წარმოდგენილი უნდა იყოს ნახაზების სახით: ა) ძირითადი ნახაზებისათვის – 1:50; 1:100 ან 1:200 მასშტაბით; ბ) დეტალური ნახაზებისათვის – 1:1; 1:2; 1:5; 1:10 ან 1:20 მასშტაბით. 4. შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს ელექტრონულ ვერსიას. 5. დამკვეთის გადაწყვეტილებით სამშენებლო დოკუმენტის პროექტი შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს: ა) ტერიტორიის ფოტოებს; ბ) ციფრულ ვიზუალიზაციას, პროექტის ელექტრონულ ვერსიასა და/ან მაკეტს. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტის ნაწილები შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შეთავსებული სახით. 7. ამ დადგენილების 51-ე მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული მახასიათებლების მქონე შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის დოკუმენტის პროექტი მოიცავს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მოცემულ დოკუმენტაციას, გარდა, პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული დოკუმენტაციისა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №748 – ვებგვერდი, 15.12.2020წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №550 - ვებგვერდი, 19.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 20 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 20 მაი. 2026 – 1 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 19 დეკ. 2025
  2. 15 დეკ. 2020

    მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტში მშენებლობის ორგანიზების პროექტს დაემატა გამონაკლისი საავტომობილო გზისა და მასზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობისათვის.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 51შემდეგი მუხლი 53

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 ოქტ. 2026 · №30

  • 2 ცვლილება · ბოლო 19 დეკ. 2025
  • 6 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 51

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 32არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა
  • 45სამშენებლო დოკუმენტის პროექტი; სამშენებლო დოკუმენტი
  • 19საპროექტო სამუშაოების საწყისი მონაცემები

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 106მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული დოკუმენტები
  • 103მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემის საფუძველი და მათი ძირითადი შინაარსი
  • 1კოდექსის მოქმედების სფერო

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 21 (დანართი 1)მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების განსაზღვრა არსებული განაშენიანების შესაბამისად
  • 5 (დანართი 1)ზოგადი მოთხოვნები სამშენებლო ტერიტორიის განაშენიანების მიმართ

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 50არქეოლოგიური სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა
  • 43ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა
  • 49ძეგლზე სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 6 (დანართი 1)სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის შინაარსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
50434910610316 (და…5132451921 (დ…5 (და…52
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…ტერიტორიების გამოყენებ…კულტურული მემკვიდრეობი…სამშენებლო პროდუქტების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 ოქტ. 2026 · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026