არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

მუხლი 9. არქიტექტორის მოვალეობები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

სულხან კაპანაძე

1.არქიტექტორი არქიტექტურული საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია დაიცვას: ა) საქართველოს კანონმდებლობა არქიტექტურული საქმიანობის სფეროში; ბ) დაპროექტებისა და მშენებლობის სტანდარტები, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსის მოთხოვნები; გ) არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მოთხოვნები; დ) დამკვეთის საპროექტო დავალების პირობები.

2.არქიტექტორს უფლება არა აქვს: ა) დამკვეთის თანხმობის გარეშე გასცეს კონფიდენციალური ინფორმაცია არქიტექტურული პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა; ბ) ხელშეკრულების დადებისას და არქიტექტურული ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღებისას იყოს დამკვეთის წარმომადგენელი, აწარმოოს ზედამხედველობა მშენებლობაზე, თუ პირადად არის დაინტერესებული მენარდე ორგანიზაციის მოგებით, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს ტენდერში (კონკურსში) არქიტექტურული გადაწყვეტის თაობაზე და იმავდროულად იყოს ამ კონკურსის ჟიურის წევრი.

3.ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები ვრცელდება იმ იურიდიულ პირებზედაც, რომლებიც ახორციელებენ არქიტექტურულ საქმიანობას.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №164-დად2005-06-1635
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის სასამართლო კონტროლი

    საკასაციო პალატამ განიხილა, არსებობდა თუ არა მთავარი არქიტექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გაუქმების საფუძველი ავტოგასამართ სადგურზე მეწყერის ჩამოწოლის საქმეში. პალატამ დაადგინა, რომ არქიტექტორმა მხოლოდ ობიექტის არქიტექტურულ-მხატვრული იერსახის ცვლილება შეათანხმა, არ ევალებოდა მშენებლობის კონტროლი და მისი მოქმედება დამდგარ შედეგთან მიზეზობრივ კავშირში არ იყო. უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ორივე კერძო საკასაციო საჩივარი, გააუქმა რაიონული სასამართლოს დადგენილება და ძალაში დატოვა საქმისა და დევნის შეწყვეტა; სასჯელი არ დანიშნულა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 თებ. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
562181812191409813 (დ…10129
მნიშვნელობით ახლოსარქიტექტურული საქმიანო…სამშენებლო საქმიანობის…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…ადვოკატთა შესახებკერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა