Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკულტურული მემკვიდრეობის შესახებმუხლი 43

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 43. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:უძრავი ქონების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibility

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არ არსებობს ამ კანონით დადგენილი წესით დამტკიცებული განაშენიანების გეგმა, თითოეული სამშენებლო ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შემუშავდეს წინასაპროექტო ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის საფუძველზე. საპროექტო ობიექტის მოცულობა, გეგმარებითი სტრუქტურა და არქიტექტურული სახე დგინდება ამ კვლევის საფუძველზე. გამონაკლისია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ობიექტები.

2.ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის ჩატარებას უზრუნველყოფს ნებართვის მაძიებელი. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის არეალი უნდა მოიცავდეს საპროექტო ნაკვეთს და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიას, საპროექტო ნაკვეთის საზღვრებიდან შესაბამისი მიმართულებით ნაკვეთის სიგრძის/სიგანის არანაკლებ ორმაგი მანძილის ფარგლებში. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი გრაფიკული და ტექსტური ნაწილებისაგან: ა) საპროექტო ტერიტორიის ადგილი ქალაქის სტრუქტურაში და მისი არსებული მდგომარეობის დახასიათება (გრაფიკული და ტექსტური მასალა); ბ) საკვლევი ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა საპროექტო ნაკვეთის საზღვრების, საკვლევ ტერიტორიაზე არსებული ძეგლების ჩვენებით (მასშტაბი 1:500 და 1:200); გ) საკვლევი ტერიტორიის ისტორიული რეტროსპექტივა, განვითარების ქრონოლოგია და ეტაპები (გრაფიკული, ტექსტური და ფოტომასალა); დ) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ფოტოგანშლები, საპროექტო ნაკვეთსა და ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მითითებით (ფოტომასალა); ე) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ანალიზი (გრაფიკული და ტექსტური მასალა), რაც მოიცავს: ე.ა) განაშენიანების სტრუქტურის, მორფოლოგიისა და მასშტაბის, შენობა-ნაგებობებისა და ღია სივრცეების კონფიგურაციის დახასიათებას, განაშენიანების სტრუქტურაში მათი განლაგების თავისებურების გამოვლენას; ე.ბ) ძეგლებისა და ვიზუალური დომინანტების, ლანდშაფტისა და განაშენიანების სივრცით-არქიტექტურულ შეფასებას, მათი სივრცითი ურთიერთდამოკიდებულების გამოვლენას; ე.გ) განაშენიანების მხატვრული და დეკორატიული ელემენტების აღწერას, მათ სტილისტურ და სემანტიკურ იდენტიფიკაციას.

3.ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დასკვნითი ნაწილი უნდა მოიცავდეს ჩატარებული კვლევის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს საპროექტო ტერიტორიაზე განსახორციელებელი მშენებლობის სივრცით-გეგმარებითი და კომპოზიციური გადაწყვეტის შესახებ.

4.ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა სავალდებულო არ არის შემდეგი ობიექტებისა და სამშენებლო საქმიანობებისათვის: ა) მცირე არქიტექტურული ფორმები, კერძოდ: ა.ა) 50 მ 3 -მდე მოცულობის ნაგებობები – პავილიონები, ჯიხურები, უსაძირკვლო სავაჭრო დახლები, საჩრდილობლები, ავტოფარეხები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილები; ა.ბ) 50 მ 2 -მდე ფართობის ბავშვთა სათამაშო და მცირე ზომის სპორტული მოედნები, ატრაქციონები; ა.გ) ცალკე მდგომი ან შენობების ფასადებზე დამონტაჟებული საინფორმაციო და სარეკლამო ფარები და კონსტრუქციები; ა.დ) დასასვენებელი სკამები, განათების ელემენტები, სკვერების, ხეივნების და სხვა, მცირე ზომის მწვანე ნარგავების ზონების კეთილმოწყობის და საინჟინრო აღჭურვილობის ნაწილები, აბრები, სანაგვე ურნები, ქალაქის საათები, ქუჩების დასახელებების და სახლების ნომრების ნიშნები, ღობეები, ჭიშკრები, მაღაზიების ვიტრინები, დასახლებებში შესასვლელების აღმნიშვნელი კომპლექსები, მემორიალური დაფების და ქანდაკებების არქიტექტურული მოწყობის ელემენტები, სასმელი წყლის სვეტები, 25 მ 2 -მდე ფართობის შადრევნები; ბ) არსებული შენობების მცირე ცვლილებები საერთო ფართობით არა უმეტეს 50 მ 2 -ისა: სახურავის შეცვლა არსებულ გაბარიტებში, 50 მ 3 -მდე მოცულობის დაშენება ან მიშენება, კარის, ფანჯრის გაჭრა ან ამოშენება, აივნის დამატება ან მოხსნა. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3217 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 3 ივნ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 3 ივნ. 2019· გამოქვეყნდა 13 აგვ. 2018

    43-ე მუხლის 1-ელ პუნქტში „განაშენიანების რეგულირების გეგმა“ შეიცვალა „განაშენიანების გეგმით“, სიტყვა „მხოლოდ“ ამოღებულია და გამონაკლისის მითითება მე-3 პუნქტიდან მე-4 პუნქტზე გადავიდა.

  2. 6 აგვ. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 42შემდეგი მუხლი 44

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დემოგრაფიული და სოციო-ეკონომიკური ფაქტორების ანალიზისერვისის გვერდი
  • სადეველოპერო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებასერვისის გვერდი
  • სხვადასხვა სადეველოპერო სცენარის ეკონომიკური შედარებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №23

  • 2 ცვლილება · ბოლო 13 აგვ. 2018
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 42ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და განაშენიანების რეგულირების ზონაში განაშენიანების დაგეგმვა, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა
  • 37ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონისა და რეჟიმის დადგენა
  • 50არქეოლოგიური სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 32არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა
  • 20მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების კვლევა
  • 52სამშენებლო დოკუმენტის პროექტი

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 21 (დანართი 1)მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების განსაზღვრა არსებული განაშენიანების შესაბამისად
  • 5 (დანართი 1)ზოგადი მოთხოვნები სამშენებლო ტერიტორიის განაშენიანების მიმართ
  • 28 (დანართი 1)დამცავი ზონების სისტემა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 102მშენებლობის ნებართვის გაცემის განსაკუთრებული წესი
  • 54ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელება დასახლებულ უბანში და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში
  • 58მოსამზადებელი კვლევები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
423750102545832205221 (დ…5 (და…28 (დ…43
მნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…განსაკუთრებული მნიშვნე…ტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026