სანებართვო მოწმობაში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია: ა) შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის მისამართი ან/და ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დაზუსტებული აღწერა მისამართის არარსებობის ან არასრულობის შემთხვევაში; ბ) მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი; გ) მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი; დ) მშენებლობის ნებართვის ნომერი; ე) მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა; ვ) მშენებლობის ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი; ზ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი; თ) მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები; ი) ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები; კ) სანებართვო პირობები; ლ) მშენებლობის ნებართვის გამცემი პირის თანამდებობა და ხელმოწერა.
მუხლი 43. სანებართვო მოწმობაში შესატანი ინფორმაცია
გამოქვეყნდა ახალი რედაქცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №31 (02.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №30 (01.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
3 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

