განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 44. მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებების შეტანა

რედაქცია №30კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №31 (02.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №30 (01.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ დადგენილების 43-ე მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

2.ამ დადგენილების 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში თუ სააგენტოში არ იქნება წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, სააგენტო უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ. მითითებული ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოს იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობის ნებართვის მფლობელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი სააგენტოს აღნიშნული ვადის გაგრძელებისათვის მიმართავს მითითებული ვადის გასვლამდე იმ ვადით ადრე რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით საჭიროა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის. თავი XII სამშენებლო დოკუმენტის პროექტი; სამშენებლო დოკუმენტი და მშენებლობის ორგანიზების პროექტი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63188712626⁴1511210710924384342394844
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…საქართველოს ზოგადი ადმ…არქიტექტურული საქმიანო…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა