განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 67¹. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების

რედაქცია №30კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №31 (02.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №30 (01.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

საკუთრებაში ან სახელმწიფო საკუთრებაში და მათ დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ყველა სახის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნ 1. მშენებლობის ნებართვა ამ თავით დადგენილი წესით გაიცემა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საკუთრებაში ან სახელმწიფო საკუთრებაში და მათ დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ყველა სახის შენობა- ნაგებობაზე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოა სააგენტო.

3.ამ მუხლით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის მისაღებად საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები სააგენტოს წარუდგენენ არქიტექტურულ პროექტს.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული არქიტექტურული პროექტი შედგება შემდეგი დოკუმენტაციისგან: ა) განმარტებითი ბარათი; ბ) ინფორმაცია მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (არსებობის შემთხვევაში) საკუთრების შესახებ, მათ შორის, მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები; გ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთის გეგმა (მაგ.: სადაც შეიძლება ნაჩვენები იყოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელები, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსება, მისასვლელი გზები, ავტოსადგომები, ღობეები, გამწვანება და სხვა ნაწილები); დ) შენობის სახურავის გეგმა (საკადასტრო საზღვრის პროექციის ჩვენებით) და შენობის ყველა სართულის გეგმა საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკის ზედაპირების ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნული აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით; ე) შენობა-ნაგებობის ფასადები; ვ) შენობის მახასიათებელი ჭრილები (საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკის ზედაპირის ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნული აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით); ზ) ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შენობა-ნაგებობისა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში; თ) არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა (შორი და ახლო ხედებით); ი) ფოტომონტაჟი; კ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი; ლ) ინფორმაცია შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის შესახებ, რომელიც მოიცავს დამპროექტებლის სახელს/დასახელებას, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემებს, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერსა და პირად ნომერს.

5.სააგენტო მშენებლობის ნებართვას გასცემს არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში.

6.არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანა წარმოებს სამშენებლო ნებართვის გაცემისათვის ამ თავით დადგენილი წესით.

7.სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები უფლებამოსილნი არიან, აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ობიექტზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართონ შესაბამის ორგანოს.

8.იმ განსაკუთრებული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ან/და ქვეყნისათვის სოციალური ან/და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელიც დაკავშირებულია შემჭიდროებულ ვადებთან გადაუდებელი აუცილებლობის (მათ შორის, ბუნებრივი, ტექნოგენური ან/და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციის) გამო, შესაძლებელია, განხორციელდეს სამშენებლო ნებართვის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები სააგენტოს წარუდგენენ განმარტებით ბარათს შესაბამისი დასაბუთებით და შენობა-ნაგებობის ესკიზურ პროექტს. სააგენტო არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში გასცემს მშენებლობის ნებართვას. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივნისის დადგენილება №284 - ვებგვერდი, 20,06,2019წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №471 – ვებგვერდი, 04.10.2022წ. თავი XIX 2 საერთაშორისო ან / და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან / და მათზე არსებული ნაგებობების , მაგისტრალური რკინიგზის, მაგისტრალური გაზსადენების ან მათი ნაწილების ან/და მათთან დაკავშირებული ობიექტების, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის (ელექტროგადამცემი ხაზები, ანძები და ქვესადგურები) საინჟინრო - ტექნიკური ნაწილების საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების წესი საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 01.03.2024წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის დადგენილება №112 - ვებგვერდი, 16.04.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
საკუთრებაში ან  სახელმწიფო საკუთრებაში და მათ დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე  ყველა სახის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვისმშენებლობის გაცემისნ წესი 1. მშენებლობის ნებართვა ამ თავით დადგენილი წესით გაიცემა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საკუთრებაში ან სახელმწიფო საკუთრებაში და მათ დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ყველა სახის შენობა- ნაგებობაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოა სააგენტო. 3. ამ მუხლით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის მისაღებად საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები სააგენტოს წარუდგენენ არქიტექტურულ პროექტს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული არქიტექტურული პროექტი შედგება შემდეგი დოკუმენტაციისგან: ა) განმარტებითი ბარათი; ბ) ინფორმაცია მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (არსებობის შემთხვევაში) საკუთრების შესახებ, მათ შორის, მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები; გ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთის გეგმა (მაგ.: სადაც შეიძლება ნაჩვენები იყოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელები, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსება, მისასვლელი გზები, ავტოსადგომები, ღობეები, გამწვანება და სხვა ნაწილები); დ) შენობის სახურავის გეგმა (საკადასტრო საზღვრის პროექციის ჩვენებით) და შენობის ყველა სართულის გეგმა საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკის ზედაპირების ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნული აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით; ე) შენობა-ნაგებობის ფასადები; ვ) შენობის მახასიათებელი ჭრილები (საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკის ზედაპირის ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნული აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით); ზ) ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შენობა-ნაგებობისა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში; თ) არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა (შორი და ახლო ხედებით); ი) ფოტომონტაჟი; კ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი; ლ) ინფორმაცია შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის შესახებ, რომელიც მოიცავს დამპროექტებლის სახელს/დასახელებას, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემებს, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერსა და პირად ნომერს. 5. სააგენტო მშენებლობის ნებართვას გასცემს არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში. 6. არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანა წარმოებს სამშენებლო ნებართვის გაცემისათვის ამ თავით დადგენილი წესით. 7. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები უფლებამოსილნი არიან, აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ობიექტზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართონ შესაბამის ორგანოს. 8. იმ განსაკუთრებული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ან/და ქვეყნისათვის სოციალური ან/და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელიც დაკავშირებულია შემჭიდროებულ ვადებთან გადაუდებელი აუცილებლობის (მათ შორის, ბუნებრივი, ტექნოგენური ან/და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციის) გამო, შესაძლებელია,   განხორციელდეს სამშენებლო ნებართვის გარეშე. ასეთ შემთხვევაში,   სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები სააგენტოს წარუდგენენ განმარტებით ბარათს შესაბამისი დასაბუთებით და შენობა-ნაგებობის ესკიზურ პროექტს. სააგენტო არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში გასცემს მშენებლობის ნებართვას. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივნისის დადგენილება №284 - ვებგვერდი, 20,06,2019წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №471 – ვებგვერდი, 04.10.2022წ. თავი XIX 2 საერთაშორისო ან / და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან / და მათზე არსებული ნაგებობების , მაგისტრალური რკინიგზის, მაგისტრალური გაზსადენების ან მათი ნაწილების ან/და მათთან დაკავშირებული ობიექტების, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის (ელექტროგადამცემი ხაზები, ანძები და ქვესადგურები) საინჟინრო - ტექნიკური ნაწილების საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების წესი საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №58  - ვებგვერდი, 01.03.2024წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის დადგენილება №112 - ვებგვერდი, 16.04.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 67¹ მუხლის სათაური და პირველი პუნქტი გაფართოვდა უწყებების საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე, ხოლო მე-3 პუნქტი არქიტექტურული პროექტის წარდგენას უკავშირებს „ამ მუხლით დადგენილი წესით“ ნებართვის მიღებას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1515⁶26⁴1614211293251383919 (დ…67¹
მნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…საჯარო რეესტრის შესახე…სანებართვო დოკუმენტაცი…პროდუქტის უსაფრთხოების…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა