ან / და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან / და მათზე არსებული ნაგებობების , მაგისტრალური რკინიგზის, მაგისტრალური გაზსადენების ან მათი ნაწილების ან/და მათთან დაკავში 1. დამკვეთი უფლებამოსილია, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმართოს სააგენტოს განცხადებით, საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული ნაგებობების, მაგისტრალური რკინიგზის, მაგისტრალური გაზსადენების ან მათი ნაწილების ან/და მათთან დაკავშირებული ობიექტების, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის (ელექტროგადამცემი ხაზები, ანძები და ქვესადგურები) საინჟინრო-ტექნიკური ნაწილების საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებისათვის, რაც გულისხმობს განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სააგენტოს მიერ შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტთან შესაბამისობის დადასტურებას.
2.განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შედგენილი შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები, 3 ეგზემპლარად, ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში – დეკლარაცია ცვლილებების არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნახაზების წარდგენა სავალდებულო არ არის;
ბ) ქ. თბილისში, მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების საკადასტრო აზომვითი ნახაზი (გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობისა);
გ) შენობა-ნაგებობებში მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში, უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ.
3.შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული ნაგებობების საინჟინრო-ტექნიკური ნაწილების შემთხვევაში:
ა.ა) საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის პიკეტ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია;
ა.ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი:
ა.ბ.ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სათათბირო ორგანოს – ტექნიკური საბჭოს დადებითი დასკვნა;
ა.ბ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოების მიერ შეთანხმებული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საავტომობილო გზაზე/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების პირობები;
ბ) მაგისტრალური რკინიგზის, მაგისტრალური გაზსადენების ან მათი ნაწილების ან/და მათთან დაკავშირებული ობიექტების, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის (ელექტროგადამცემი ხაზები, ანძები და ქვესადგურები) საინჟინრო-ტექნიკური ნაწილების საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების შემთხვევაში:
ბ.ა) მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდებისა და ღონისძიებების გათვალისწინებით შედგენილი მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტი. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის სააგენტოსთან შეთანხმება სავალდებულო არ არის;
ბ.ბ) წარდგენილ ნაწილ(ებ)ში მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში წარდგენილ უნდა იქნეს მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ;
ბ.გ) საექსპერტო დასკვნა მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის, მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი მეთოდებისა და განხორციელებული ღონისძიებების მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობისა და შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციის (ფუნქციონირების) მზადყოფნის შესახებ;
ბ.დ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით.
4.თუ შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებისათვის წარდგენილი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ეტაპის დასრულების დროს არ იყო შედგენილი ან სათანადო წესით არ შედგა ოქმები, დამკვეთი ვალდებულია, განცხადებას დაურთოს საექსპერტო დასკვნა სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპებით გათვალისწინებული სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ (გარდა ამ დადგენილების მე-60 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ობიექტებისა).
5.სააგენტო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით წარდგენილ განცხადებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში.
6.სააგენტო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით ახორციელებს:
ა) შენობა-ნაგებობის ინსპექტირებას/შემოწმებას ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რომლის დროსაც დამკვეთი ვალდებულია, უზრუნველყოს ობიექტზე სააგენტოს წარმომადგენლის შეუფერხებელი და უპირობო შესვლა;
ბ) განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას და, ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) შენობა-ნაგებობის დათვალიერებას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, აზომვას, მისი მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
დ) შენობა-ნაგებობაზე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამის რეაგირებას;
ე) საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების შესახებ ან საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
7.შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილ(ებ)ის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების შესახებ უარის თქმის საფუძველია:
ა) ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა ან არასწორი დოკუმენტების წარდგენა;
ბ) დამკვეთის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სააგენტოს წარმომადგენლისათვის შენობა-ნაგებობის დათვალიერებაზე უარის თქმა, ხელის შეშლა ან დათვალიერებისთვის სათანადო პირობების შეუქმნელობა;
გ) განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტთან შეუსაბამობა;
დ) შენობა-ნაგებობების ნაწილ(ებ)ის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების შემთხვევაში, ასევე მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი მეთოდებისა და ღონისძიებების შეუსრულებლობა ან განხორციელებული ღონისძიებების შეუსაბამობა წარდგენილი მშენებლობის ორგანიზების საბოლოო პროექტთან, უარყოფითი საექსპერტო შეფასება ან/და მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა (გარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზისა).
8.ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენა ხორციელდება ამ დადგენილების XVIII თავის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 01.03.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის დადგენილება №112 - ვებგვერდი, 16.04.2025წ.
თავი XIX 3
ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის შემადგენლობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების ან/და ელექტროქვესადგურების სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვის აღებამდე წარმოების, განხორციელებულ მშენებლობაზე მშენებლობის ნებართვის აღებისა და ექსპლუატაციაში მიღების წესი
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №477 - ვებგვერდი, 01.10.2026წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ან/დაშიდასახელმწიფოებრივიმნიშვნელობისსაავტომობილოგზებისან/დამათზეარსებულინაგებობების,მაგისტრალურირკინიგზის,მაგისტრალური გაზსადენებისან მათი ნაწილებისან/და მათთან დაკავშირებული ობიექტების,
ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის (ელექტროგადამცემი ხაზები, ანძები და ქვესადგურები) საინჟინრო
-
ტექნიკური
ნაწილების
საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებისდაკავშიწესი
1. დამკვეთი უფლებამოსილია, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმართოს სააგენტოს განცხადებით, საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული ნაგებობების, მაგისტრალური რკინიგზის, მაგისტრალური გაზსადენების ან მათი ნაწილების ან/და მათთან დაკავშირებული ობიექტების, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის (ელექტროგადამცემი ხაზები, ანძები და ქვესადგურები) საინჟინრო-ტექნიკური ნაწილების საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებისათვის, რაც გულისხმობს განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სააგენტოს მიერ შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტთან შესაბამისობის დადასტურებას.
2. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შედგენილი შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები, 3 ეგზემპლარად, ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში – დეკლარაცია ცვლილებების არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნახაზების წარდგენა სავალდებულო არ არის;
ბ) ქ. თბილისში, მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების საკადასტრო აზომვითი ნახაზი (გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობისა);
გ) შენობა-ნაგებობებში მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში, უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ.
3. შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ან/და მათზე არსებული ნაგებობების საინჟინრო-ტექნიკური ნაწილების შემთხვევაში:
ა.ა) საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის პიკეტ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია;
ა.ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი:
ა.ბ.ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სათათბირო ორგანოს – ტექნიკური საბჭოს დადებითი დასკვნა;
ა.ბ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოების მიერ შეთანხმებული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საავტომობილო გზაზე/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების პირობები;
ბ) მაგისტრალური რკინიგზის, მაგისტრალური გაზსადენების ან მათი ნაწილების ან/და მათთან დაკავშირებული ობიექტების, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის (ელექტროგადამცემი ხაზები, ანძები და ქვესადგურები) საინჟინრო-ტექნიკური ნაწილების საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების შემთხვევაში:
ბ.ა) მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდებისა და ღონისძიებების გათვალისწინებით შედგენილი მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტი. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის სააგენტოსთან შეთანხმება სავალდებულო არ არის;
ბ.ბ) წარდგენილ ნაწილ(ებ)ში მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში წარდგენილ უნდა იქნეს მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ;
ბ.გ) საექსპერტო დასკვნა მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის, მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი მეთოდებისა და განხორციელებული ღონისძიებების მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობისა და შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციის (ფუნქციონირების) მზადყოფნის შესახებ;
ბ.დ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით.
4. თუ შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებისათვის წარდგენილი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ეტაპის დასრულების დროს არ იყო შედგენილი ან სათანადო წესით არ შედგა ოქმები, დამკვეთი ვალდებულია, განცხადებას დაურთოს საექსპერტო დასკვნა სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპებით გათვალისწინებული სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ (გარდა ამ დადგენილების მე-60 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ობიექტებისა).
5. სააგენტო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით წარდგენილ განცხადებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში.
6. სააგენტო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით ახორციელებს:
ა) შენობა-ნაგებობის ინსპექტირებას/შემოწმებას ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რომლის დროსაც დამკვეთი ვალდებულია, უზრუნველყოს ობიექტზე სააგენტოს წარმომადგენლის შეუფერხებელი და უპირობო შესვლა;
ბ) განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას და, ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) შენობა-ნაგებობის დათვალიერებას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, აზომვას, მისი მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
დ) შენობა-ნაგებობაზე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამის რეაგირებას;
ე) საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების შესახებ ან საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
7. შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილ(ებ)ის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების შესახებ უარის თქმის საფუძველია:
ა) ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა ან არასწორი დოკუმენტების წარდგენა;
ბ) დამკვეთის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სააგენტოს წარმომადგენლისათვის შენობა-ნაგებობის დათვალიერებაზე უარის თქმა, ხელის შეშლა ან დათვალიერებისთვის სათანადო პირობების შეუქმნელობა;
გ) განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტთანშეუსაბამობა;
დ) შენობა-ნაგებობების ნაწილ(ებ)ის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარების შემთხვევაში, ასევე მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი მეთოდებისა და ღონისძიებების შეუსრულებლობა ან განხორციელებული ღონისძიებების შეუსაბამობა წარდგენილი მშენებლობის ორგანიზების საბოლოო პროექტთან, უარყოფითი საექსპერტო შეფასება ან/და მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა (გარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზისა).
8. ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენა ხორციელდება ამ დადგენილებისXVIII თავის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №58- ვებგვერდი, 01.03.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის დადგენილება №112 - ვებგვერდი, 16.04.2025წ.
თავი XIX3
ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის შემადგენლობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზების ან/და ელექტროქვესადგურების სამშენებლო სამუშაოებისმშენებლობის ნებართვის აღებამდე წარმოების, განხორციელებულ მშენებლობაზე მშენებლობის ნებართვის აღებისა და ექსპლუატაციაში მიღების წესი
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №477 - ვებგვერდი, 01.10.2026წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №30 · ძალაშია 2 ოქტ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
31 მაი. 2019 – 1 მარ. 2024მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
67² მუხლის სათაურში, პირველ პუნქტსა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღიარების წესი გავრცელდა მაგისტრალურ გაზსადენებზე, მათთან დაკავშირებულ ობიექტებსა და ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე.
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
მნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…გადასახადების ადმინისტ…ტერიტორიების გამოყენებ…ნავთობისა და გაზის შეს…საავტომობილო გზების შე…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა