Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებმუხლი 22

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

მუხლი 22. არასამშენებლო ტერიტორიები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 18 დეკ. 2025
თემები:წყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.განაშენიანებისგან თავისუფალ ტერიტორიაზე ვრცელდება ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე რეჟიმი.

2.განაშენიანებისგან თავისუფალი ტერიტორიების გამოყოფის საფუძველს წარმოადგენს ქალაქთმშენებლობითი გეგმები, დარგობრივი გეგმები ან/და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაცია.

3.თუ განაშენიანებისგან თავისუფალი ტერიტორიის გამოყოფის საფუძველია ქალაქთმშენებლობითი გეგმები, მაშინ ის ამ გეგმაში აისახება შემდეგი ტერიტორიების სახით: ა) გამწვანებული ტერიტორიები; ბ) სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები; გ) სატყეო ტერიტორიები; დ) ბუნებრივ-ლანდშაფტური ტერიტორიები; ე) სხვა ტერიტორიები, რომლებიც არ მიეკუთვნება სამშენებლო ტერიტორიას.

4.თუ განაშენიანებისგან თავისუფალი ტერიტორიის გამოყოფის საფუძველია დარგობრივი გეგმები ან სხვა სამართლებრივი დოკუმენტები, მაშინ ის მათ შესაბამისად აისახება ქალაქთმშენებლობით გეგმებში.

5.ამ ძირითადი დებულებების 24-ე-25-ე მუხლებით განსაზღვრულ არასამშენებლო ტერიტორიაზე ამ ძირითადი დებულებებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მშენებლობა დასაშვებია, თუ ამით არ ილახება საჯარო ინტერესები, და თუ მშენებლობა განპირობებულია შემდეგი განსაკუთრებული გარემოებებით: ა) სასოფლო და სატყეო მეურნეობის განვითარება, თუ მშენებლობა განზრახულია ამავე მეურნეობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე; ბ) სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი მნიშვნელობის საჯარო სარგებლობის სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა; გ) სახელმწიფო საზღვრის დაცვა; დ) განახლებადი ენერგიის პოტენციალის შესწავლა და წარმოება.

6.სხვა შემთხვევაში მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიის ფუნქციით განპირობებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის, თუ საჭიროების შემთხვევაში, ეს ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურით და თუ ამით არ ილახება საჯარო ინტერესები.

7.ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო ინტერესების შელახვაში განსაკუთრებით მოიაზრება ისეთი შემთხვევები, როცა დაგეგმილი მშენებლობა: ა) არ შეესაბამება სივრცითი განვითარების დოკუმენტაციის და განაშენიანების ძირითადი დებულებების მოთხოვნებს; ბ) არ შეესაბამება დარგობრივი (ნარჩენების მართვის, მდინარეთა სააუზო მართვის, ლანდშაფტის დაცვის და სხვა) გეგმების მოთხოვნებს; გ) გამოიწვევს გარემოზე მავნე, შეუქცევად ზემოქმედებას; დ) გამოიწვევს ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტის იერსახის, უნიკალურობის და მისი დასვენების ფუნქციის, ბუნებრივი ძეგლების დაზიანებას; ე) გამოიწვევს სასოფლო-სამეურნეო სტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებების შეფერხებას; ვ) გამოიწვევს წყალმოვარდნებს; ზ) შეაფერხებს ნავიგაციის და სხვა მსგავსი ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას; თ) აფერხებს აგრარული სტრუქტურის განვითარებას; ი) შეიცავს სუბურბანული ან სხვა დისპერსიული დასახლების წარმოშობის ან გაფართოების საფრთხეს.

8.ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მშენებლობა საჯარო ინტერესების დარღვევად არ ჩაითვლება, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერესთა შეჯერებას უკვე ჰქონდა ადგილი სივრცითი განვითარების დოკუმენტაციის შემუშავებისას.

9.ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების მშენებლობა, როგორც წესი, დასაშვებია თუ ის განპირობებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ან სხვაგვარად უკვე ნებადართული შენობა-ნაგებობათა ფუნქციონირებისთვის.

10.ამ მუხლის საფუძველზე განსაზღვრულ საგამონაკლისო მშენებლობასთან დაკავშირებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეიძლება გაიცეს შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ჭაობების რეგულაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-12-18 · №4

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 25

მიუთითებენ მასზე

მუხლი 24მუხლი 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 67განაშენიანების ჩამოყალიბებულ სისტემაში მდებარე მიწის ნაკვეთი
  • 68განაშენიანების ჩამოყალიბებული სისტემის გარეთ მდებარე მიწის ნაკვეთი
  • 66განაშენიანების დეტალური გეგმის მოქმედების არეალში მდებარე მიწის ნაკვეთი

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 38განაშენიანების რეგულირების ზონისა და რეჟიმის დადგენა
  • 37ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონისა და რეჟიმის დადგენა
  • 42ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და განაშენიანების რეგულირების ზონაში განაშენიანების დაგეგმვა, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 92ქალაქის მიწების გამოყენება
  • 99საქალაქო განაშენიანების მიწები
  • 17არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის მიწების გაცემა

წიაღის შესახებ

  • 39სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ფართობის განაშენიანების წესი

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 12მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

  • 1კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13837423912676866252492991722
მითითებამნიშვნელობით ახლოსტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს სივრცის და…კულტურული მემკვიდრეობი…კანონი საქართველოს საბ…წიაღის შესახებმიწის ნაკვეთებზე უფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 18 დეკ. 2025