Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკულტურული მემკვიდრეობის შესახებმუხლი 42

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 42. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და განაშენიანების რეგულირების ზონაში განაშენიანების დაგეგმვა, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და განაშენიანების რეგულირების ზონაში განაშენიანების გეგმას/განაშენიანების დეტალურ გეგმას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო.

2.ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და განაშენიანების რეგულირების ზონაში განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების საფუძველია ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომლის პრინციპებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შედგენისას.

3.ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა არის მრავალდისციპლინური მიდგომის საფუძველზე შემუშავებული სპეციალური კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და მათში არსებული ძეგლების, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ამსახველ ინფორმაციულ და ანალიტიკურ მასალას და შეიცავს რეკომენდაციებს მათი დაცვისათვის აუცილებელი ქალაქთმშენებლობითი და გეგმარებითი რეგლამენტაციის შესახებ.

4.ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა შედგება საინფორმაციო, ანალიტიკური და დასკვნითი ნაწილებისაგან.

5.ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის საინფორმაციო ნაწილი არის დაფარვითი ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული კომპლექსური საინფორმაციო ბაზა ტერიტორიის არსებული მდგომარეობის შესახებ და შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) მითითება შესაბამის დამცავ ზონაზე (ზონებზე); ბ) ტერიტორიის სიტუაციური გეგმა; გ) ტერიტორიის საზღვრების გეგმა კოორდინატების მითითებით; დ) ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა; ე) საარქივო-ბიბლიოგრაფიული მასალა; ვ) უძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათით გათვალისწინებული ინფორმაცია ტერიტორიაზე არსებული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების შესახებ, ასევე ძირითადი მონაცემები ტერიტორიაზე არსებული ყველა სხვა შენობა-ნაგებობის თაობაზე; ზ) შემდეგი ინფორმაციის შემცველი თემატური რუკები და სხვა გრაფიკული მასალა: ზ.ა) ტერიტორიაზე არსებული ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები; ზ.ბ) ფონური განაშენიანება და შეუსაბამო ობიექტები; ზ.გ) განაშენიანების მორფოლოგია და გეგმარებითი სტრუქტურა; ზ.დ) შენობა-ნაგებობების ფუნქციური დანიშნულება; ზ.ე) შენობა-ნაგებობების სართულიანობა; ზ.ვ) შენობა-ნაგებობების ფიზიკური მდგომარეობა; ზ.ზ) შენობა-ნაგებობების ასაკი; ზ.თ) შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება; ზ.ი) ტერიტორიაზე არსებული ურბანული და ბუნებრივი სივრცითი დომინანტები; ზ.კ) მნიშვნელოვანი პანორამებისა და პერსპექტივების აღქმის წერტილები; ზ.ლ) ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის საზღვრები; ზ.მ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე მასივები, სკვერები, ბაღები და პარკები; ზ.ნ) ქუჩათა ქსელის და გზების კლასიფიკაცია; ზ.ო) ტერიტორიის ძირითადი გრძივი და განივი ჭრილები, მნიშვნელოვან ქუჩათა სქემატური განშლები შენობა-ნაგებობათა ძირითადი ნიშნულების ჩვენებით; თ) ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე ობიექტების, ურბანული და ბუნებრივი პანორამების ფოტოფიქსაციის მასალები.

6.ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის ანალიტიკური ნაწილი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ზოგადი დახასიათება: ა.ა) ტერიტორიის მნიშვნელობის განსაზღვრა ზოგად კონტექსტში; ა.ბ) ისტორიულად ჩამოყალიბებული არქიტექტურული და ბუნებრივი სივრცითი დომინანტების მნიშვნელობის შეფასება-ანალიზი; ბ) ისტორიულ-კულტურული ანალიზი: ბ.ა) ქუჩათა ქსელისა და განაშენიანების ქრონოლოგიური განვითარების ანალიზი; ბ.ბ) განაშენიანების ისტორიულად ჩამოყალიბებული ტიპების, მათი ძირითადი მახასიათებლების ანალიზი; ბ.გ) ტრადიციული სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის ანალიზი; ბ.დ) ისტორიულად ჩამოყალიბებული ფუნქციების შეფასება-ანალიზი; გ) განაშენიანების ფიზიკური მდგომარეობის ზოგადი შეფასება-ანალიზი, შენობა-ნაგებობათა ისტორიულ-კულტურული ღირებულების შეფასება-ანალიზი და ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით ჰომოგენური უბნების საზღვრების იდენტიფიკაცია; დ) კონსერვაციისა და განვითარების არეალების დადგენა.

7.ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის დასკვნითი ნაწილი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) დამცავი ზონების ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის ძირითადი დებულებები და განვითარების პრინციპები; ბ) ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის გრაფიკული ნაწილი (სინთეზური რუკა); გ) დამცავი ზონების ფარგლებში არსებული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების ნუსხა; დ) რეკომენდაციები დამცავ ზონებში დასაშვები ქმედებებისათვის, მათ შორის, რეკომენდაციები სარეაბილიტაციო ობიექტებისა (ძეგლები, კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები, ფონური განაშენიანება, საზოგადოებრივი სივრცე და სხვა) და მათი რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის შესახებ.

8.ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და განაშენიანების რეგულირების ზონაში განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა, გარდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული ნაწილებისა, უნდა შედგებოდეს აგრეთვე შემდეგი ნაწილებისაგან: ა) მოთხოვნები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის შესახებ, კერძოდ, სარეაბილიტაციო ობიექტებში (ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები, ფონური განაშენიანება, საზოგადოებრივი სივრცე და სხვა) ჩარევის შესახებ; ბ) მოთხოვნები ტერიტორიების განვითარებისა და ახალი მშენებლობების შესახებ: ბ.ა) კონსერვაციისა და განვითარების არეალების იდენტიფიკაცია (ასაღები და შესანარჩუნებელი შენობების მითითებით); ბ.ბ) ახალი მშენებლობების დასაშვები პარამეტრები (მასშტაბი, სიმაღლე, სივრცითი და გეგმარებითი კონფიგურაცია, ფასადების რიტმი, ფენესტრაცია); ბ.გ) მოთხოვნები საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობის შესახებ.

9.თუ დამცავი ზონა, რომლისთვისაც მუშავდება განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა, არაერთგვაროვან უბნებს ან არეალებს მოიცავს, განაშენიანების გეგმის რეგლამენტი უნდა შემუშავდეს ინდივიდუალურად, შესაბამისი უბნისათვის, მიკროუბნისათვის ან არეალისათვის. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3217 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

რედაქციების შედარება

1. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასადაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონაშიზონებში განაშენიანების გეგმას/განაშენიანების დეტალურრეგულირების გეგმას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო. 2. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასადაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონაშიზონებში განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალურირეგულირების გეგმის შემუშავების საფუძველია ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომლის პრინციპებიც გათვალისწინებულიგათვალისწინებულ უნდა იქნეს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შედგენისას. 3. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა არის მრავალდისციპლინური მიდგომის საფუძველზე შემუშავებული სპეციალური კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და მათში არსებული ძეგლების, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ამსახველ ინფორმაციულ და ანალიტიკურ მასალას და შეიცავს რეკომენდაციებს მათი დაცვისათვის აუცილებელი ქალაქთმშენებლობითი და გეგმარებითი რეგლამენტაციის შესახებ. 4. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა შედგება საინფორმაციო, ანალიტიკური და დასკვნითი ნაწილებისაგან. 5. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის საინფორმაციო ნაწილი არის დაფარვითი ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული კომპლექსური საინფორმაციო ბაზა ტერიტორიის არსებული მდგომარეობის შესახებ და შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) მითითება შესაბამის დამცავ ზონაზე (ზონებზე); ბ) ტერიტორიის სიტუაციური გეგმა; გ) ტერიტორიის საზღვრების გეგმა კოორდინატების მითითებით; დ) ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა; ე) საარქივო-ბიბლიოგრაფიული მასალა; ვ) უძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათით გათვალისწინებული ინფორმაცია ტერიტორიაზე არსებული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების შესახებ, ასევე ძირითადი მონაცემები ტერიტორიაზე არსებული ყველა სხვა შენობა-ნაგებობის თაობაზე; ზ) შემდეგი ინფორმაციის შემცველი თემატური რუკები და სხვა გრაფიკული მასალა: ზ.ა) ტერიტორიაზე არსებული ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები; ზ.ბ) ფონური განაშენიანება და შეუსაბამო ობიექტები; ზ.გ) განაშენიანების მორფოლოგია და გეგმარებითი სტრუქტურა; ზ.დ) შენობა-ნაგებობების ფუნქციური დანიშნულება; ზ.ე) შენობა-ნაგებობების სართულიანობა; ზ.ვ) შენობა-ნაგებობების ფიზიკური მდგომარეობა; ზ.ზ) შენობა-ნაგებობების ასაკი; ზ.თ) შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება; ზ.ი) ტერიტორიაზე არსებული ურბანული და ბუნებრივი სივრცითი დომინანტები; ზ.კ) მნიშვნელოვანი პანორამებისა და პერსპექტივების აღქმის წერტილები; ზ.ლ) ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის საზღვრები; ზ.მ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე მასივები, სკვერები, ბაღები და პარკები; ზ.ნ) ქუჩათა ქსელის და გზების კლასიფიკაცია; ზ.ო) ტერიტორიის ძირითადი გრძივი და განივი ჭრილები, მნიშვნელოვან ქუჩათა სქემატური განშლები შენობა-ნაგებობათა ძირითადი ნიშნულების ჩვენებით; თ) ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე ობიექტების, ურბანული და ბუნებრივი პანორამების ფოტოფიქსაციის მასალები. 6. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის ანალიტიკური ნაწილი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს ზოგადი დახასიათება: ა.ა) ტერიტორიის მნიშვნელობის განსაზღვრა ზოგად კონტექსტში; ა.ბ) ისტორიულად ჩამოყალიბებული არქიტექტურული და ბუნებრივი სივრცითი დომინანტების მნიშვნელობის შეფასება-ანალიზი; ბ) ისტორიულ-კულტურული ანალიზი: ბ.ა) ქუჩათა ქსელისა და განაშენიანების ქრონოლოგიური განვითარების ანალიზი; ბ.ბ) განაშენიანების ისტორიულად ჩამოყალიბებული ტიპების, მათი ძირითადი მახასიათებლების ანალიზი; ბ.გ) ტრადიციული სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის ანალიზი; ბ.დ) ისტორიულად ჩამოყალიბებული ფუნქციების შეფასება-ანალიზი; გ) განაშენიანების ფიზიკური მდგომარეობის ზოგადი შეფასება-ანალიზი, შენობა-ნაგებობათა ისტორიულ-კულტურული ღირებულების შეფასება-ანალიზი და ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით ჰომოგენური უბნების საზღვრების იდენტიფიკაცია; დ) კონსერვაციისა და განვითარების არეალების დადგენა. 7. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის დასკვნითი ნაწილი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) დამცავი ზონების ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის ძირითადი დებულებები და განვითარების პრინციპები; ბ) ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის გრაფიკული ნაწილი (სინთეზური რუკა); გ) დამცავი ზონების ფარგლებში არსებული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების ნუსხა; დ) რეკომენდაციები დამცავ ზონებში დასაშვები ქმედებებისათვის, მათ შორის, რეკომენდაციები სარეაბილიტაციო ობიექტებისა (ძეგლები, კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები, ფონური განაშენიანება, საზოგადოებრივი სივრცე და სხვა) და მათი რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის შესახებ. 8. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასადაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონაშიზონებში განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალურირეგულირების გეგმა, გარდა საქართველოს„სივრცითი სივრცისმოწყობისა დაგეგმარების,და არქიტექტურულიქალაქთმშენებლობის დასაფუძვლების სამშენებლოშესახებ“ საქმიანობისსაქართველოს კოდექსითკანონით გათვალისწინებულიგათვალისწინებულისა, ნაწილებისა,დამატებით უნდა შედგებოდეს აგრეთვე შემდეგი ნაწილებისაგან: ა) მოთხოვნები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის შესახებ, კერძოდ, სარეაბილიტაციო ობიექტებში (ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები, ფონური განაშენიანება, საზოგადოებრივი სივრცე და სხვა) ჩარევის შესახებ;თაობაზე; ბ) მოთხოვნები ტერიტორიების განვითარებისა და ახალი მშენებლობების შესახებ: ბ.ა) კონსერვაციისა და განვითარების არეალების იდენტიფიკაცია (ასაღები და შესანარჩუნებელი შენობების მითითებით); ბ.ბ) ახალი მშენებლობების დასაშვები პარამეტრები (მასშტაბი, სიმაღლე, სივრცითი და გეგმარებითი კონფიგურაცია, ფასადების რიტმი, ფენესტრაცია); ბ.გ) მოთხოვნები საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობის შესახებ.თაობაზე. 9. თუ დამცავი ზონა, რომლისთვისაც მუშავდება განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალურირეგულირების გეგმა, მოიცავს არაერთგვაროვან უბნებს ან არეალებს მოიცავს,არეალებს, განაშენიანების რეგულირების გეგმის რეგლამენტი უნდა შემუშავდეს ინდივიდუალურად, შესაბამისი უბნისათვის, მიკროუბნისათვის ან არეალისათვის. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3217 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 3 ივნ. 2019· გამოქვეყნდა 13 აგვ. 2018
  2. 6 აგვ. 2018
წინა მუხლი 41შემდეგი მუხლი 43

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №23

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2018-08-13
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 37ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონისა და რეჟიმის დადგენა
  • 38განაშენიანების რეგულირების ზონისა და რეჟიმის დადგენა
  • 43ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 41განაშენიანების დეტალური გეგმის შემადგენლობა
  • 40განაშენიანების გეგმის შემადგენლობა
  • 36განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 15დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა
  • 13დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა
  • 1დაცული ტერიტორიების სისტემის მიზნები

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 17კოლხეთის ეროვნული პარკის ისტორიულ-კულტურული ზონა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 15გარემოს დაცვის დაგეგმვა

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 25გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებების დაფინანსება და დაგეგმვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2517373843151311541403642
მნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…საქართველოს სივრცის და…დაცული ტერიტორიების სი…კოლხეთის დაცული ტერიტო…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს „წითელი ნუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026