Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებმუხლი 42

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

მუხლი 42. საზოგადოებრივი მიჯნის ზონაში შეჭრა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 18 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საზოგადოებრივი მიჯნის ზონაში გრუნტის ზედაპირიდან 3.0 მ-მდე დაუშვებელია: ა) აივნებისა და ერკერების შეჭრა 0.3 მეტრზე მეტად; ბ) არქიტექტურული დეტალების ნებისმიერი შეჭრა 0.3 მეტრზე მეტად, ასევე იგივე შეჭრა გრუნტის ზედაპირიდან ქვემოთ; გ) ფანჯრების ფრთების/დარაბების (ბოლომდე გაღებულ მდგომარეობაში) შეჭრა 0.6 მეტრზე მეტად. ამასთან, ფანჯრების ფრთების/დარაბების (ბოლომდე გაღებულ მდგომარეობაში) შეჭრა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ტროტუარის კიდის ვერტიკალურ წარმოსახვითი სიბრტყიდან ფანჯრამდე დარჩენილი, ბუნებრივი (ხე-ნარგავები, გაზონი) ან/და ხელოვნური (განათების ბოძი, მცირე არქიტექტურული ფორმები) წინაღობისაგან თავისუფალი, გასავლელის სიგანე არის მინიმუმ 1,2 მ.

2.საზოგადოებრივი მიჯნის ზონაში გრუნტის ზედაპირიდან 3.0 მეტრზე მეტ სიმაღლეზე დაუშვებელია: ა) აივნებისა და ერკერების შეჭრა 1.4 მეტრზე მეტად; ბ) აივნებისა და ერკერების მიახლოება ტროტუარის კიდის ვერტიკალურ წარმოსახვით სიბრტყემდე 1,2 მ-ზე მეტად; გ) შენობის დამამთავრებელი კარნიზების და სახურავის არქიტექტურული დეტალების (საჩრდილობელი, საჩეხი და ა.შ.) ნებისმიერი გადმოწევა 1.4 მეტრზე მეტად; დ) არქიტექტურული დეტალების ნებისმიერი გადმოწევა 0.3 მეტრზე მეტად.

3.შენობის წვიმის წყლის სარინებლების წყლის გამოსასვლელი არ უნდა იყოს შეჭრილი საზოგადოებრივ სივრცეში ქუჩის ტროტუარის სიბრტყიდან 0.3 მეტრზე მეტ სიმაღლეზე და არ უნდა იყოს ქუჩის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის მხარეს არსებული საზოგადოებრივი საზღვრიდან ტროტუარზე 0,3 მეტრზე მეტი მანძილით შეჭრილი, როდესაც ის განთავსებულია გრუნტის ზედაპირის ზემოთ.

4.შენობაზე მიმაგრებული ნიშნები და აბრები შესაძლებელია იყოს შეჭრილი საზოგადოებრივ სივრცეში გრუნტის ზედაპირიდან 2.7 მეტრზე მაღლა სიმაღლეზე, მაგრამ ტროტუარის კიდის ვერტიკალურ წარმოსახვითი სიბრტყიდან პერპენდიკულარული მანძილი ამ ნიშნებამდე და აბრებამდე უნდა იყოს მინიმუმ 1.2 მეტრი.

5.თუ მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ისეთ საზოგადოებრივ სივრცეს, რომელსაც არ გააჩნია ამ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ ტროტუარი, მაშინ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული 3.0-მეტრიანი ზღვარის ნაცვლად გამოყენებული უნდა იქნეს 4.5-მეტრიანი ზღვარი.

6.თუ მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ისეთ საზოგადოებრივ სივრცეს, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ ქვეითთა ზონას, მაშინ დაუშვებელია: ა) შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების საზოგადოებრივი მიჯნის ზონაში შეჭრა, როდესაც ასეთი ქუჩა არის 3.0 მეტრი ან ნაკლები; ბ) შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების ქუჩის ან/და საზოგადოებრივი სივრცის მხარეს შენობა-ნაგებობის და ტროტუარის გადაკვეთის წერტილიდან 4.5 მეტრამდე სიმაღლეზე, საზოგადოებრივ მიჯნის ზონაში შეჭრა 0.3 მ-ზე მეტად, როდესაც ასეთი ქუჩა არის 3.0 მეტრზე მეტი; გ) შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების საზოგადოებრივი მიჯნის ზონაში შეჭრა გრუნტის ზედაპირიდან 4.5 მეტრზე მეტ სიმაღლეზე, საზოგადოებრივ სივრცეში 0.5 მეტრზე მეტად, როდესაც ასეთი ქუჩა არის 3.0 მეტრზე მეტი.

7.დასაშვებია საზოგადოებრივი სივრციდან შენობაში შესასვლელი კიბის მოწყობა გრუნტის ზედაპირიდან ზემოთ ან/და ქვემოთ 1,5 მეტრი სიმაღლემდე არსებულ სართულისთვის, თუ საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრა არ აღემატება 0.9 მეტრს და ამასთანავე ტროტუარის კიდიდან პერპენდიკულარული მანძილი ამ კიბემდე უნდა იყოს მინიმუმ 1.8 მეტრი.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისი დაუშვებელია ამ მუხლის მე-5-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

წინა მუხლი 41შემდეგი მუხლი 43

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-12-18 · №4

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

  • 9—

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 36მოძრაობა საცხოვრებელ ზონაში

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

  • 14ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში შეუთანხმებელი მოქმედების აკრძალვა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 74მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონის რეგულირება

საავტომობილო გზების შესახებ

  • 22საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში შეუთანხმებელი მოქმედების აკრძალვა

წყლის შესახებ

  • 20მდინარის წყალდაცვითი ზოლი
  • 19წყალდაცვითი ზოლი

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 46ტყის 31 გრადუსიდან 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობზე არსებულ კორომში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სპეციალური მოთხოვნები

ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ

  • 2—

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 134გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა

კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ

  • 10პირველი ზონის საზღვრები
  • 8მეორე ზონა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
236134229108201974144642
მნიშვნელობით ახლოსშეკრებებისა და მანიფეს…საგზაო მოძრაობის უსაფრ…ადგილობრივი მნიშვნელობ…საქართველოს სივრცის და…საავტომობილო გზების შე…წყლის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 18 დეკ. 2025