შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

მუხლი 9

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

ლიზი ლომთაძეელვინ შეირიევიგიორგი გუბელაძე

1.აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე: ა) საქართველოს პროკურატურის, პოლიციის, პენიტენციური დაწესებულებებისა და სამართალდამცავი ორგანოების შენობები; ბ) რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, პორტები .

1¹.აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში და მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.

1².აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის დახურულ სივრცეში/შენობაში ჩატარება მისი მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

2.აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სამხედრო ნაწილებ სა და ობიექტე ბში და მათი შესასვლელებიდან ასი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე .

3.აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, რკინიგზის ბლოკირება, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული იმგვარი სატრანსპორტო კვანძების ბლოკირება, რომელთა შეფერხებაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას ან/და მნიშვნელოვნად შეაფერხებს სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას.

4.ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობაშიც ან რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და ამ ორგანოს საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არაუმეტეს 20 მეტრისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი.

5.სასამართლო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზედაც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირების, დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი.

6.დაუშვებელია საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და ისეთი მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4266 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.451 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1502 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.114 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2724 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.60 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №2/482,483,487,502- ვებგვერდი, 27.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3542 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №951 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4451 – ვებგვერდი, 03.10.2024წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 6 თებ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-4 პუნქტში მაქსიმალური მანძილი „არა უმეტეს ოცი მეტრისა“ ჩამოყალიბდა როგორც „არაუმეტეს 20 მეტრისა“; მანძილის სიდიდე იგივეა.

  2. · გამოქვეყნდა 3 ოქტ. 2024
  3. · გამოქვეყნდა 20 ივნ. 2017
  4. · გამოქვეყნდა 18 მაი. 2015

    მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში პროკურატურას დაემატა მითითება „საქართველოს“, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები შეიცვალა პენიტენციური დაწესებულებებით, ხოლო ქვეპუნქტი ფორმულირებულია როგორც ჩამოთვლილი ორგანოების შენობები.

  5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის (შენობების ბლოკირების აკრძალვა) წინ დაემატა არაკონსტიტუციურად ცნობის აღნიშვნა.

  6. · გამოქვეყნდა 24 მარ. 2010

    მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში დაწესებულებათა სახელწოდება „სასჯელაღსრულების“ შეიცვალა ფორმულირებით „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის“; სხვა ჩამოთვლილი ობიექტები უცვლელია.

  7. · გამოქვეყნდა 3 აგვ. 2009

    პირველ პუნქტში აკრძალული ობიექტები ჩამონათვალითაა მოცემული, დაემატა პორტები და ყველა მათგანზე ვრცელდება შესასვლელიდან ოცი მეტრის რადიუსი; მე-2 პუნქტში დაშვების გარანტია შეიცვალა შენობების ბლოკირების აკრძალვით.

  8. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    მე-9 მუხლის პირველ პუნქტში აკრძალული ადგილების ჩამონათვალი გაფართოვდა სამართალდამცავი ორგანოების შენობებით; ამასთან საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების დასახელება მძიმით გაერთიანდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ილია ოკმელაშვილი

ილია ოკმელაშვილი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კომიტეტის თავმჯდომარე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კომახიძე

სულხან კომახიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
347161174¹21213113844 (დ…43 (დ…6551589
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…შეკრებებისა და მანიფეს…პენიტენციური კოდექსიაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №27 · ბოლოს შემოწმდა