Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტომობილო გზების შესახებმუხლი 22

საავტომობილო გზების შესახებ

მუხლი 22. საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში შეუთანხმებელი მოქმედების აკრძალვა

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია: ა) ნებისმიერი სამშენებლო, სამელიორაციო, სასოფლო-სამეურნეო, გეოლოგიური ძიების სამუშაოები, კავშირგაბმულობის ხაზებისა და სხვა კომუმუნიკაციების გაყვანა, ახლის აშენება და არსებული ნაგებობების შეკეთება (მილსადენების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების ავარიის შემთხვევაში აღდგენა-შეკეთების სამუშაოების გარდა, რასაც დაუყოვნებლივ ატყობინებენ საგზაო ორგანოებს); ბ) ტექნოლოგიური ტვირთზიდვის ორგანიზაცია; გ) გარე განათებისა და გამწვანების მოწყობა; დ) მოძრავი გასამართი პუნქტების, ჯიხურების, პავილიონების და სხვა ნაგებობების განლაგება; ე) სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვის, გასაჩერებელი და სამრეცხაო მოედნის მოწყობა; ვ) კაშხალების, გუბურების და სხვა მელიორაციულ და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მოწყობა, მდინარეების კალაპოტების გაღრმავება და ქვიშისა და ღორღის მოპოვება ერთი კილომეტრის მანძილზე ხიდების ზემოთ და ქვემოთ; ზ) მდინარეზე, ხიდების ქვეშ, ხე-ტყის დაცურება; თ) ხიდების ბურჯებთან ნავების ან სხვა სანაოსნო საშუალებათა მიდგომა, გზაგამტარების, ესტაკადებისა და ხიდების ქვეშ სადგომის, გასასვლელების, აგრეთვე ნავების სადგურებისა და სხვა რაიმე ნაგებობების მოწყობა.

2.ყველა იმ სამუშაოს წარმოება, რომელიც გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზაციას ან ავტომანქანების სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს, გარდა საგზაო ორგანიზაციებისა, უნდა შეუთანხმდეს საგზაო პოლიციას.

3.ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ორგანიზაციების, საწარმოების, დაწესებულებების და მოქალაქეების მიერ აშენებული შენობა-ნაგებობანი უნდა დაინგრეს თვითნებურად ამშენებელთა ხარჯზე.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე/საავტომობილო გზების მონაკვეთებზე/გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 200 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია იმავე დადგენილებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1341 – ვებგვერდი, 22.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 19 თებ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 19 თებ. 2026· გამოქვეყნდა 22 დეკ. 2025

    22-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, რომელიც კრძალავს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებას საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე და მათ 200-მეტრიან გზისპირა ზონაში გზების მფლობელთან შეუთანხმებლად.

  2. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 3 დეკ. 2010
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 22¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №26

  • 2 ცვლილება · ბოლო 22 დეკ. 2025
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საავტომობილო გზების შესახებ

  • 16შეზღუდვა და აკრძალვები საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის
  • 22¹პასუხისმგებლობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისთვის/ნაგებობის განთავსებისთვის
  • 17მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ

  • 14ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში შეუთანხმებელი მოქმედების აკრძალვა
  • 9შეზღუდვა და აკრძალვები ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 134გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დადგენილი წესების დარღვევა
  • 194²საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის ორგანოსთან შეუთანხმებლად ან/და შეთანხმების პირობების დარღვევით სამშენებლო საქმიანობის განხორციელება/ნაგებობის განთავსება
  • 118⁶„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 17საქმიანობა, რომელიც დასაშვებია მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით

საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ

  • 9სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში სამეურნეო საქმიანობის მარეგულირებელი წესები

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 19 (დანართი 1)სხვა ობიექტები და სივრცეები

საზღვაო კოდექსი

  • 11

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9134194²118⁶1622¹17111719 (დ…14922
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი მნიშვნელობ…საავტომობილო გზების შე…საქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს ზღვის, წყა…ტერიტორიების გამოყენებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026