Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებმუხლი 46

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

მუხლი 46. საზიარო კედელის/საზიარო ღობის განთავსების წესი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 18 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საზიარო კედელი/ღობე უნდა განთავსდეს მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

2.საზიარო კედელი/ღობე უნდა აშენდეს ისე, რომ მან თავისი მზიდუნარიანობით, სხვადასხვა სიმაღლის ბლოკირებულ (შეწყვილებულ) შენობათა მშენებლობის შემთხვევაში დააკმაყოფილოს ასაშენებელი შენობ(ებ)ის მდგრადობის მოთხოვნები.

3.მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარზე სასოფლო-სამეურნეო ნაგებობათა ერთი (საზიარო) კედლით შეწყვილება იმ ზონებში, სადაც სასოფლო-სამეურნეო ნაგებობათა განთავსება დასაშვებია.

4.საზიარო კედლის/ღობის სიგანე თანაბრად უნდა გადანაწილდეს საზიარო საზღვრიდან ორივე მეზობლის მხარეს. თუ ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი შენობა მოითხოვს საზიარო კედლის მეტ სიგანეს, ვიდრე კედლის ნახევარია, მაშინ კედლის ეს ნაწილი უნდა აშენდეს ამ მიწის ნაკვეთის ფარგლებში.

5.საზიარო კედლის/ღობის განთავსების ხარჯები ნაწილდება ორივე მეზობელზე კედლის/ღობის შესაბამისი წილის პროპორციულად.

6.თუ საზიარო კედლის საძირკვლის მშენებლობისას ერთ-ერთი მეზობელი ითხოვს ისეთი საძირკვლის მოწყობას, რომელიც მის მიერ გამოყენებული იქნება შემდგომი მშენებლობისათვის, იგი ვალდებულია აანაზღაუროს საძირკვლის მოწყობის დამატებითი სამუშაოების ღირებულება.

7.თუ ორი სამეზობლო კედლის შეერთებისას, ერთ-ერთ მეზობელს თავისი შენობისათვის სჭირდება საძირკვლის მეტი ჩაღრმავება, ვიდრე არსებული კედლის საძირკველია, მაშინ კანონმდებლობის დაცვით მას უფლება აქვს თავისი კედლის საძირკველი ჩააღრმავოს საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ნიშნულამდე ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენოს უკვე არსებულ კედელს.

8.მიწის ნაკვეთის თითოეულ მესაკუთრეს უფლება აქვს, თავის მხარეს გაამაგროს საზიარო კედელი/ღობე კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

9.შენობის რეკონსტრუქციისას, მეზობლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია საზიარო კედლის/ღობის დანგრევა კანონმდებლობის დაცვით.

წინა მუხლი 45შემდეგი მუხლი 47

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2025-12-18 · №4

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 1

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 181სასაზღვრო მიჯნის აღმართვის მოვალეობა
  • 182სასაზღვრო ნაგებობით სარგებლობის უფლება
  • 959საზიარო საგნის განკარგვის წესი

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 71საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიცემის წესი
  • 70საკოლმეურნეო კომლის უფლება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 10მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის წესი მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 74მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონის რეგულირება
  • 67განაშენიანების ჩამოყალიბებულ სისტემაში მდებარე მიწის ნაკვეთი

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

  • 13³სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგების განაწილება
  • 13¹სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა შენატანები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

  • 14დევნილის საცხოვრებელ ფართობთან დაკავშირებული უფლებების დაცვა

წიაღის შესახებ

  • 39სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ფართობის განაშენიანების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1811829593913³13¹141074671717046
მითითებამნიშვნელობით ახლოსტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს სამოქალაქო…კანონი საქართველოს საბ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საქართველოს სივრცის და…სასოფლო-სამეურნეო კოოპ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 18 დეკ. 2025