Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებმუხლი 13³

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

მუხლი 13³. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგების განაწილება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2022
თემები:DeFi ინვესტიცია და მოსავლიანობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები, პირველ რიგში, ამ კოოპერატივის ასოცირებულ/ინვესტორ წევრებზე გაიცემა: ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია დივიდენდის ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული დივიდენდის ოდენობა 1 სამეურნეო წლის განმავლობაში აღნიშნული ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის ღირებულების 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს; ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ ასოცირებულ/ინვესტორ წევრზე დივიდენდის აღნიშნული კოოპერატივის მოგების პროპორციულად გაცემა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი შენატანებისა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა ამ კოოპერატივის წმინდა მოგების 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

2.სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები ასოცირებული/ინვესტორი წევრების შემდეგ გაიცემა ამ კოოპერატივის მეპაიეებზე, მათი დამატებითი შენატანების შესაბამისად: ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია დივიდენდის ამ მეპაიის დამატებითი შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული დივიდენდის ოდენობა 1 სამეურნეო წლის განმავლობაში აღნიშნული მეპაიის დამატებითი შენატანის ღირებულების 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს; ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ მეპაიეზე დივიდენდის აღნიშნული კოოპერატივის მოგების პროპორციულად გაცემა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი შენატანებისა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა ამ კოოპერატივის წმინდა მოგების 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად დივიდენდების გაცემის შემდეგ დარჩენილი მოგება ნაწილდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე, მათი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად. საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 27 დეკ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2015 – 8 დეკ. 2015 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 1 იან. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 27 დეკ. 2022
  2. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2019
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 13²შემდეგი მუხლი 13⁴

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • Yield farming სტრატეგიის დაგეგმვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 დეკ. 2022 · №10

  • 2 ცვლილება · ბოლო 27 დეკ. 2022
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

  • 13¹სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა შენატანები
  • 10სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდება
  • 13²სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა უფლებები და მოვალეობები

მეწარმეთა შესახებ

  • 253კოოპერატივის მოგებისა და ზარალის განაწილება
  • 31დივიდენდის მიღების უფლება
  • 105სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოგებისა და ზარალის განაწილება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 98¹განაწილებული მოგება
  • 130დივიდენდების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 22დივიდენდები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 76აქტივების განაწილება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1460სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყოფა მემკვიდრეებს შორის

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

  • 68კოლმეურნეობათაშორის, სახელმწიფო-საკოლმეურნეო და სხვა სახელმწიფო-კოოპერაციული საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის მიწის სარგებლობაში მიცემის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22146098¹1301013¹13²76253311056813³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასოფლო-სამეურნეო კოოპ…მეწარმეთა შესახებსაქართველოს საგადასახა…არასაბანკო სადეპოზიტო …საინვესტიციო ფონდების …საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 დეკ. 2022 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026