მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

მუხლი 11. საინვესტიციო გეგმის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საინვესტიციო გეგმაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

2.საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად დაინტერესებული პირი: ა) კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაობაზე საინვესტიციო გეგმას წარუდგენს სააგენტოს; ბ) საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის ან საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაობაზე საინვესტიციო გეგმას წარუდგენს პრივატიზების უფლებამოსილების მქონე შესაბამის ორგანოს.

3.სააგენტო საინვესტიციო გეგმას თანდართულ მასალებთან ერთად, შესაბამის მუნიციპალიტეტში ინფორმაციის წინასწარი მოკვლევის შემდეგ წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით. საინვესტიციო გეგმა, მისი შინაარსის გათვალისწინებით, შეიძლება შეთანხმების მიზნით გადაეგზავნოს შესაბამის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას.

4.საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის ან საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე საინვესტიციო გეგმას საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით წარადგენს საქართველოს მთავრობის სხდომაზე ინიციირების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი უწყება.

5.საქართველოს სასაზღვრო ზონაში ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ზონაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაობაზე საინვესტიციო გეგმის განხილვისას გადაწყვეტილება მიიღება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის გათვალისწინებით.

6.საინვესტიციო გეგმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ განსაზღვრული პირობები.

7.საინვესტიციო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციის სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებას, უნდა მოიცავდეს სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას და შეიცავდეს ვალდებულებას, რომ დასაქმებულ პირთა არანაკლებ 4/5-ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენდნენ.

8.საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილება საინვესტიციო გეგმასთან ერთად წარდგენილი იქნება საკუთრების უფლების რეგისტრაციისას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11³1087137161214945811
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასოფლო-სამეურნეო დანი…მიწის მიზნობრივი დანიშ…თავისუფალი ტურისტული ზ…სახელმწიფო ქონების შეს…საჯარო რეესტრის შესახე…ინვესტიციების სახელმწი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა