საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 133. თავისუფალ ზონაში საქონლის წარდგენა და დეკლარირება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თავისუფალ ზონაში შესატან საქონელზე საბაჟო ორგანოს წარედგინება მხოლოდ გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.თავისუფალ ზონაში შესატანი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ორგანოსთვის წარდგენას და საბაჟო ფორმალობების განხორციელებას, თუ: ა) იგი მოქცეული იყო სხვა საბაჟო პროცედურაში, რომელიც თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანით დასრულდა. ამასთანავე, საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ ამ საბაჟო პროცედურის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულია საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება; ბ) იგი შეტანილ იქნა თავისუფალ ზონაში იმპორტის გადასახდელის დაბრუნების ან მისი გადახდისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) მის მიმართ გამოიყენება ექსპორტის პროცედურაში მსგავსი საქონლის მოქცევისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თავისუფალ ზონაში შესატან საქონელზე საბაჟო ორგანოს წარედგინება მხოლოდ გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თავისუფალ ზონაში შესატანი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ორგანოსთვის წარდგენას და საბაჟო ფორმალობების განხორციელებას, თუ: ა) იგი მოქცეული იყო სხვა საბაჟო პროცედურაში, რომელიც თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანით დასრულდა. ამასთანავე, საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ ამ საბაჟო პროცედურის მარეგულირებელი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულია საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება; ბ) იგი შეტანილ იქნა თავისუფალ ზონაში იმპორტის გადასახდელის დაბრუნების ან მისი გადახდისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) მის მიმართ გამოიყენება ექსპორტის პროცედურაში მსგავსი საქონლის მოქცევისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
109317 (დ…86 (დ…7313194133
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…თავისუფალი ინდუსტრიული…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა