Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 94

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 94. დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:კრიპტო გადასახადები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საბაჟო ორგანომ პირს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს საბაჟო დეკლარაციის, მათ შორის, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის, დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის ფორმით წარდგენის ავტორიზაცია, თუ ეს პირი უზრუნველყოფს საბაჟო ორგანოსთვის ამ მონაცემების ხელმისაწვდომობას.

2.საბაჟო დეკლარაცია რეგისტრირებულად მიიჩნევა დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის მომენტიდან.

3.საბაჟო ორგანომ პირის განცხადების საფუძველზე შეიძლება გააუქმოს საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულება. ამ შემთხვევაში საქონელი გაშვებულად მიიჩნევა დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის მომენტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) დეკლარანტი არის საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი; ბ) საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება განპირობებულია საქონლის სახეობითა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის სიხშირით; გ) საბაჟო ორგანოსთვის ხელმისაწვდომია ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია საჭიროების შემთხვევაში საქონლის შემოწმებისას საბაჟო ორგანოს მიერ უფლებამოსილების განხორციელებისთვის; დ) დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის მომენტში საქონელი აღარ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შეზღუდვებსა და აკრძალვებს, თუ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ავტორიზაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.განსაკუთრებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს საქონლის მისთვის წარდგენა.

5.პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც დაიშვება საქონლის გაშვება, დადგენილი უნდა იყოს ავტორიზაციით.

6.საბაჟო დეკლარაციის დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის ფორმით წარდგენის ავტორიზაციის გაცემის პირობები და დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საბაჟო ორგანომ პირს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს საბაჟო დეკლარაციის, მათ შორის, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის, დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის ფორმით წარდგენის ავტორიზაცია, თუ ეს პირი უზრუნველყოფს საბაჟო ორგანოსთვის ამ მონაცემების ხელმისაწვდომობას. 2. საბაჟო დეკლარაცია რეგისტრირებულად მიიჩნევა დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის მომენტიდან. 3. საბაჟო ორგანომ პირის განცხადების საფუძველზე შეიძლება გააუქმოს საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულება. ამ შემთხვევაში საქონელი გაშვებულად მიიჩნევა დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის მომენტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) დეკლარანტი არის საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი; ბ) საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება განპირობებულია საქონლის სახეობითა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის სიხშირით; გ) საბაჟო ორგანოსთვის ხელმისაწვდომია ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია საჭიროების შემთხვევაში საქონლის შემოწმებისას საბაჟო ორგანოს მიერ უფლებამოსილების განხორციელებისთვის; დ) დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის მომენტში საქონელი აღარ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შეზღუდვებსა და აკრძალვებს, თუ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ავტორიზაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. განსაკუთრებულ შემთხვევებში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს საქონლის მისთვის წარდგენა. 5. პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც დაიშვება საქონლის გაშვება, დადგენილი უნდა იყოს ავტორიზაციით. 6. საბაჟო დეკლარაციის დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვის ფორმით წარდგენის ავტორიზაციის გაცემის პირობები და დეკლარანტის ჩანაწერებში საქონლის შესახებ მონაცემების ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 93შემდეგი მუხლი 95

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 86

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 87საბაჟო დეკლარაციის წარდგენა
  • 91რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის გაუქმება
  • 85გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 5 (დანართი 1)საგადასახადო აღრიცხვის უზრუნველყოფა
  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა
  • 17¹ (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 67საგადასახადო დეკლარაცია
  • 69საგადასახადო დეკლარაციაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა
  • 43გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6769435 (და…17 (დ…17¹ (…8687918594
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026