Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 73

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 73. საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს: ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა; ბ) პირმა, რომელიცსაქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს; გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.

2.საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო ან საჰაერო გზით შემოიტანება და რომელიც არ გადმოიტვირთება და რჩება იმავე სატრანსპორტო საშუალების ბორტზე, საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს მხოლოდ იმ პორტში ან აეროპორტში, სადაც მისი გადმოტვირთვა ან გადატვირთვა ხორციელდება. ამასთანავე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, რომლის ჩამოტვირთვა და იმავე სატრანსპორტო საშუალებაში დატვირთვა ხდება სხვა საქონლის გადმოტვირთვის ან დატვირთვის უზრუნველსაყოფად, არ უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს აღნიშნულ პორტში ან აეროპორტში.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის ვალდებულების მიუხედავად, მის ნაცვლად საბაჟო ორგანოს საქონელი შეიძლება წარუდგინოს: ა) ნებისმიერმა პირმა, რომელიც საბაჟო ორგანოსთვის წარდგენისას საქონელს საბაჟო პროცედურაში აქცევს ან საქონლის მიმართ რეექსპორტს იყენებს; ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე პირმა ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმომ.

4.საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენისას პირმა უნდა მიუთითოს ამ საქონელზე წარდგენილ საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე, ხოლო ამ კოდექსის 68-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საბაჟო დეკლარაციაზე ან დროებით შენახვის საბაჟო დეკლარაციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა სავალდებულო არ არის.

5.თუ საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა სავალდებულოა და საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილ საქონელზე ეს დეკლარაცია წინასწარ წარდგენილი არ არის, ამ კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულმა რომელიმე პირმა იმავე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია ან მის ნაცვლად − საბაჟო დეკლარაცია ან დროებით შენახვის დეკლარაცია.

6.თუ სასაზღვრო ზონაში მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით ტრანსპორტირებულ საქონელთან, მცირე ეკონომიკური მნიშვნელობის წერილის, ღია ბარათის, ბეჭდვითი მასალის და მათი ელექტრონული ეკვივალენტის გადაზიდვასთან ან მგზავრის მიერ გადაადგილებულ საქონელთან მიმართებით საბაჟო ზედამხედველობასა და საბაჟო კონტროლს საფრთხე არ ექმნება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესისგან განსხვავებული წესი.

7.საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი საქონელი საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე არ უნდა გადაადგილდეს მისი წარდგენის ადგილიდან.

8.საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენისა და მისი წარდგენის სხვა ადგილის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს: ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა; ბ) პირმა, რომელიცსაქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს; გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა. 2. საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო ან საჰაერო გზით შემოიტანება და რომელიც არ გადმოიტვირთება და რჩება იმავე სატრანსპორტო საშუალების ბორტზე, საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს მხოლოდ იმ პორტში ან აეროპორტში, სადაც მისი გადმოტვირთვა ან გადატვირთვა ხორციელდება. ამასთანავე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, რომლის ჩამოტვირთვა და იმავე სატრანსპორტო საშუალებაში დატვირთვა ხდება სხვა საქონლის გადმოტვირთვის ან დატვირთვის უზრუნველსაყოფად, არ უნდა წარედგინოს საბაჟო ორგანოს აღნიშნულ პორტში ან აეროპორტში. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის ვალდებულების მიუხედავად, მის ნაცვლად საბაჟო ორგანოს საქონელი შეიძლება წარუდგინოს: ა) ნებისმიერმა პირმა, რომელიც საბაჟო ორგანოსთვის წარდგენისას საქონელს საბაჟო პროცედურაში აქცევს ან საქონლის მიმართ რეექსპორტს იყენებს; ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე პირმა ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმომ. 4. საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენისას პირმა უნდა მიუთითოს ამ საქონელზე წარდგენილ საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაზე, ხოლო ამ კოდექსის 68-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საბაჟო დეკლარაციაზე ან დროებით შენახვის საბაჟო დეკლარაციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა სავალდებულო არ არის. 5. თუ საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენა სავალდებულოა და საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილ საქონელზე ეს დეკლარაცია წინასწარ წარდგენილი არ არის, ამ კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულმა რომელიმე პირმა იმავე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია ან მის ნაცვლად − საბაჟო დეკლარაცია ან დროებით შენახვის დეკლარაცია. 6. თუ სასაზღვრო ზონაში მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით ტრანსპორტირებულ საქონელთან, მცირე ეკონომიკური მნიშვნელობის წერილის, ღია ბარათის, ბეჭდვითი მასალის და მათი ელექტრონული ეკვივალენტის გადაზიდვასთან ან მგზავრის მიერ გადაადგილებულ საქონელთან მიმართებით საბაჟო ზედამხედველობასა და საბაჟო კონტროლს საფრთხე არ ექმნება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესისგან განსხვავებული წესი. 7. საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი საქონელი საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე არ უნდა გადაადგილდეს მისი წარდგენის ადგილიდან. 8. საქონლის საბაჟო ორგანოსთვის წარდგენისა და მისი წარდგენის სხვა ადგილის საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 18 აპრ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 18 აპრ. 2023

    73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში საქონლის წარმდგენ პირთა წრე გაფართოვდა იმ პირით, რომელიც საქონლის მიმართ რეექსპორტს იყენებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 72შემდეგი მუხლი 74

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • 1 ცვლილება · ბოლო 18 აპრ. 2023
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 66მუხლი 68

მიუთითებენ მასზე

მუხლი 68მუხლი 75

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 71საქონლის განსაზღვრულ ადგილზე გადაზიდვა/გადატანა
  • 157საქონლის გატანისას განსახორციელებელი ღონისძიებები
  • 133თავისუფალ ზონაში საქონლის წარდგენა და დეკლარირება

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 27 (დანართი 1)
  • 5 (დანართი 1)

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 5რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 40

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 1² (დანართი 1)პროცედურები სამშენებლო პროდუქტების იმპორტისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4017 (დ…27 (დ…5 (და…51² (დ…6866757115713373
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…სახელმწიფო საზღვრის რე…გადასახადების ადმინისტ…ინტელექტუალურ საკუთრებ…ადამიანის ორგანოთა გად…სამშენებლო პროდუქტების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026