საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 132. თავისუფალ ზონაში ნებადართული საქმიანობა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დასაშვებია თავისუფალ ზონაში ნებისმიერი საქონლის შეტანა, შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, აგრეთვე თავისუფალი ზონიდან ნებისმიერი საქონლის გამოტანა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.თავისუფალ ზონაში აკრძალულია: ა) იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობა; ბ) ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა; გ) ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია; დ) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია.

3.თავისუფალ ზონაში დასაშვებია ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეტანა ადგილზე მოხმარებისთვის. მისი შეტანა საქონლის ექსპორტად არ მიიჩნევა.

4.თავისუფალ ზონაში ნებადართულ საქმიანობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს აკრძალვები ან შეზღუდვები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დასაშვებია თავისუფალ ზონაში ნებისმიერი საქონლის შეტანა, შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, აგრეთვე თავისუფალი ზონიდან ნებისმიერი საქონლის გამოტანა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თავისუფალ ზონაში აკრძალულია: ა) იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობა; ბ) ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა; გ) ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია; დ) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია. 3. თავისუფალ ზონაში დასაშვებია ამ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეტანა ადგილზე მოხმარებისთვის. მისი შეტანა საქონლის ექსპორტად არ მიიჩნევა. 4. თავისუფალ ზონაში ნებადართულ საქმიანობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს აკრძალვები ან შეზღუდვები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
121110815414 (დ…12813410927132
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…თავისუფალი ინდუსტრიული…რადიაციული დაცვის, ბირ…ახალი ფსიქოაქტიური ნივ…ტერიტორიების გამოყენებ…ნარკოტიკული საშუალებებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა