საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 47. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება და დროებით შემოტანა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა იმპორტის გადასახადით დასაბეგრი უცხოური საქონლის ერთ-ერთ შემდეგ საბაჟო პროცედურაში მოქცევისას: ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება; ბ) დროებით შემოტანა იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით.

2.საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტში.

3.დეკლარანტი წარმოადგენს ვალდებულ პირს. ირიბი წარმომადგენლობის შემთხვევაში პირი, რომლის დავალებითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა, ასევე წარმოადგენს ვალდებულ პირს. თუ საბაჟო დეკლარაცია შედგენილია ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ერთ-ერთ საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული ისეთი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც იმპორტის გადასახადისთვის თავის არიდებას იწვევს, ის პირი, რომელმაც წარადგინა ამ დეკლარაციის შედგენისთვის საჭირო ინფორმაცია და რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია მცდარი იყო, ასევე წარმოადგენს ვალდებულ პირს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა იმპორტის გადასახადით დასაბეგრი უცხოური საქონლის ერთ-ერთ შემდეგ საბაჟო პროცედურაში მოქცევისას: ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება; ბ) დროებით შემოტანა იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით. 2. საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტში. 3. დეკლარანტი წარმოადგენს ვალდებულ პირს. ირიბი წარმომადგენლობის შემთხვევაში პირი, რომლის დავალებითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა, ასევე წარმოადგენს ვალდებულ პირს. თუ საბაჟო დეკლარაცია შედგენილია ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ერთ-ერთ საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული ისეთი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც იმპორტის გადასახადისთვის თავის არიდებას იწვევს, ის პირი, რომელმაც წარადგინა ამ დეკლარაციის შედგენისთვის საჭირო ინფორმაცია და რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ ეს ინფორმაცია მცდარი იყო, ასევე წარმოადგენს ვალდებულ პირს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10163¹5319817 (დ…4849875147
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…თავისუფალი ინდუსტრიული…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა