1.თუ საქართველოს მიერ უცხო ქვეყანასთან ან უცხო ქვეყნების ჯგუფთან გაფორმებული პრეფერენციული საერთაშორისო შეთანხმება ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვას საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონლისთვის, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის საწარმოებლად, რომლისთვისაც იმავე შეთანხმების შესაბამისად გაიცემა ან გამოიწერება წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე ასეთ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა ამ საქონლით წარმოებულ პროდუქტთან დაკავშირებული რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციისას.
2.თუ საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმპორტის გადასახადის ოდენობა გამოითვლება ისევე, როგორც ის გამოითვლებოდა შიდა გადამუშავების პროცედურის დასრულების მიზნით რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს პროდუქტის საწარმოებლად გამოყენებული, საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შედეგად.
3.ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე ვრცელდება ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების დებულებები. ამასთანავე, ამ კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული უცხოური საქონლის შემთხვევაში პირი, რომელიც წარადგენს რეექსპორტის დეკლარაციას, წარმოადგენს ვალდებულ პირს. ირიბი წარმომადგენლობის შემთხვევაში პირი, რომლის დავალებითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა, ასევე წარმოადგენს ვალდებულ პირს.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ საქართველოს მიერ უცხო ქვეყანასთან ან უცხო ქვეყნების ჯგუფთან გაფორმებული პრეფერენციული საერთაშორისო შეთანხმება ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვას საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონლისთვის, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის საწარმოებლად, რომლისთვისაც იმავე შეთანხმების შესაბამისად გაიცემა ან გამოიწერება წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე ასეთ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა ამ საქონლით წარმოებულ პროდუქტთან დაკავშირებული რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციისას.2. თუ საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმპორტის გადასახადის ოდენობა გამოითვლება ისევე, როგორც ის გამოითვლებოდა შიდა გადამუშავების პროცედურის დასრულების მიზნით რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს პროდუქტის საწარმოებლად გამოყენებული, საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შედეგად.3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე ვრცელდება ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების დებულებები. ამასთანავე, ამ კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული უცხოური საქონლის შემთხვევაში პირი, რომელიც წარადგენს რეექსპორტის დეკლარაციას, წარმოადგენს ვალდებულ პირს. ირიბი წარმომადგენლობის შემთხვევაში პირი, რომლის დავალებითაც ხდება დეკლარაციის წარდგენა, ასევე წარმოადგენს ვალდებულ პირს.საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №7 · ძალაშია 18 აპრ. 2023-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
48-ე მუხლის პირველი ნაწილი გადაიწერა პროდუქტისა და მასში გამოყენებული საქონლის მიხედვით, ხოლო მე-2 ნაწილში გადასახადის ოდენობის გამოთვლა ახლა აისახება როგორც რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს გამოითვლებოდა.