„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით
მუხლი 27. - შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა
1. წინამდებარე შეთანხმება შეიძლება შეწყდეს თითოეული მხარის მიერ სამი თვით ადრე შეტყობინებით.
2. შე წყვეტის შემთხვევაში მხარეებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ გარემოებებზე, რომლებიც შეეხება იმ ინფორმაციის კვლავ გამოყენებას და შენახვას, რომელიც მათ შორის უკვე იყო გაზიარებული. თუ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ორივე მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს უკვე გაზიარებული ინფორმაციის წაშლა.
