Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებმუხლი 22

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

მუხლი 22. კანონის ამოქმედება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისი, 20 დეკემბერი 2019 წ. N5652-რს I დანართი 2030 წლისთვის დადგენილი ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის საქართველოს ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლები 1. ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლები ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარება-ში განახლება-დი წყაროები-დან მიღებული ენერგიის წილი, 2019 (S 2019 ) ენერგიის მთლიან საბოლოო  მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლები, 2030 (S 2030 ) 29.5% 35% 2. საორიენტაციო მაჩვენებელი ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საორიენტაციო მაჩვენებელი უნდა შედგებოდეს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის შემდეგი წილებისგან: S 2019 + 0.20 (S 2030 – S 2019 ), როგორც საშუალო მაჩვენებელი 2-წლიანი პერიოდისთვის (2021-2022); S 2019 + 0.30 (S 2030 – S 2019 ), როგორც საშუალო მაჩვენებელი 2-წლიანი პერიოდისთვის (2023-2024); S 2019 + 0.45 (S 2030 – S 2019 ), როგორც საშუალო მაჩვენებელი 2-წლიანი პერიოდისთვის (2025-2026); S 2019 + 0.65 (S 2030 – S 2019 ), როგორც საშუალო მაჩვენებელი 2-წლიანი პერიოდისთვის (2027-2028), სადაც: S 2019 = საქართველოს წილი 2019 წელს, რომელიც მოცემულია ამ დანართის პირველ პუნქტში; S 2030 = საქართველოს წილი 2030 წელს, რომელიც მოცემულია ამ დანართის პირველ პუნქტში.

3.ამ დანართით გათვალისწინებული ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად და გარემოს დასაცავად სახელმწიფო დახმარების სახელმძღვანელო წესები უნდა აღიარებდეს განახლებადი ენერგიის წყაროების წასახალისებლად მხარდაჭერის ეროვნული მექანიზმების განგრძობადი არსებობის საჭიროებას. II დანართი სატრანსპორტო საწვავში ენერგიის შემცველობა საწვავის სახეობა ენერგიის შემცველობა საწვავის წონის მიხედვით (უფრო დაბალი თბოუნარიანობა, მგჯ/კგ) ენერგიის შემცველობა საწვავის მოცულობის მიხედვით (უფრო დაბალი თბოუნარიანობა, მგჯ/ლ) ბიოეთანოლი (ბიომასისგან წარმოებული ეთანოლი) 27 21 ბიო-ეთილ-ტერტ-ბუთილის ეთერი (ETBE) (წარმოებული ბიოეთანოლის საფუძველზე) 36 (აქედან 37% მიღებულია განახლებადი წყაროებიდან) 27 (აქედან 37% მიღებულია განახლებადი წყაროებიდან) ბიომეთანოლი (ბიომასისგან წარმოებული მეთანოლი, რომელიც ბიოსაწვავად გამოიყენება) 20 16 ბიო-მეთილ-ტერტ-ბუთილის ეთერი (MTBE) (წარმოებული ბიომეთანოლის საფუძველზე) 35 (აქედან 22% მიღებულია განახლებადი წყაროებიდან) 26 (აქედან 22% მიღებულია განახლებადი წყაროებიდან) ბიო-დიმეთილეთერი (DME) (ბიომასისგან წარმოებული დიმეთილეთერი, რომელიც  ბიოსაწვავად გამოიყენება) 28 19 ბიო-ტერტ-ამილ-ეთილ-ეთერი (TAEE) (წარმოებული ბიოეთანოლის საფუძველზე) 38 (აქედან 29% მიღებულია განახლებადი წყაროებიდან) 29 (აქედან 29% მიღებულია განახლებადი წყაროებიდან) ბიობუტანოლი (ბიომასისგან წარმოებული ბუტანოლი, რომელიც  ბიოსაწვავად გამოიყენება) 33 27 ბიოდიზელი (მცენარეული ან ცხოველური ზეთისგან წარმოებული დიზელის ხარისხის მეთილეთერი, რომელიც ბიოსაწვავად გამოიყენება) 37 33 ფიშერ-ტროფშის დიზელის საწვავი (ბიომასისგან წარმოებული სინთეზური ნახშირწყალბადი ან სინთეზური ნახშირწყალბადების ნარევი) 44 34 ჰიდრირებული მცენარეული ზეთი (წყალბადით თერმოქიმიურად გაწმენდილი მცენარეული ზეთი) 44 34 სუფთა მცენარეული ზეთი (ზეთოვანი კულტურისგან დაწნეხის, მოპოვების ან მსგავსი პროცედურის გამოყენებით წარმოებული, ნედლი ან რაფინირებული, მაგრამ ქიმიურად უცვლელი  ზეთი, რომელიც ძრავის ტიპებთან თავსებადია და აკმაყოფილებს ემისიის შესაბამის მოთხოვნებს) 37 34 ბიოგაზი (ბიომასის ან/და ბიოლოგიური წარმოშობის ნარჩენის ბიოდეგრადირებადი ნაწილისგან მიღებული საწვავი გაზი, რომელიც შეიძლება გაიწმინდოს ბუნებრივი გაზის ხარისხამდე და ბიოსაწვავად იქნეს გამოყენებული, ან ხის მასალისგან მიღებული გაზი) 50 34 ბენზინი 43 32 დიზელი 43 36

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 21

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ივლ. 2020 · №1

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 3საქართველოს სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების დადგენა და განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ღონისძიებები
  • 5განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის გამოთვლა
  • 1კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 32კანონის ამოქმედება

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ

  • 2¹ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრების დადგენა

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 8ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი
  • 1კანონის მიზნები
  • 29კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების ვადები

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 10დასკვნითი დებულებები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 170კანონის ამოქმედება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 34დასკვნითი დებულებანი

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 32კანონის ამოქმედება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2¹35117010812932323422
მნიშვნელობით ახლოსგანახლებადი წყაროებიდა…სამრეწველო ემისიების შ…ეკონომიკური თავისუფლებ…ენერგოეფექტურობის შესა…სქესობრივი თავისუფლები…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020 · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026