Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებმუხლი 21

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

მუხლი 21. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020
თემები:ენერგიის წარმოებაგანახლებადი ენერგიაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibility

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე ამ ტერიტორიებზე წარმოებული ან/და მოხმარებული განახლებადი და არაგანახლებადი (წიაღისეული) წყაროებიდან მიღებული ენერგია არ გაითვალისწინება ამ კანონის მიზნებისთვის, გარდა ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიისა, რომელიც საქართველოს იმ ტერიტორიას მიეწოდება, რომელზედაც სრულად ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია. ამ კანონის მიზნებისთვის აგრეთვე არ გაითვალისწინება ის ენერგია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ენერგიის უკმარისობის დროს მიეწოდა.

2.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება განახლებად წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობასთან, ფლობასთან ან/და ოპერირებასთან დაკავშირებულ შეთანხმებებზე, რომლებიც ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ძალაში შესვლამდე გაფორმდა.

3.თუ განახლებად წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობის ან/და ოპერირების უფლება მოპოვებულია „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერის სქემები ან/და სხვა მექანიზმები, მათ შორის, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ შეთანხმებები, რაც განისაზღვრება საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით.

4.განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების მოწყობილობების მემონტაჟეების სერტიფიცირების წესების დამტკიცებამდე შესაბამისი ურთიერთობები დარეგულირდეს ამ წესების დამტკიცებამდე არსებული წესით.

5.საქართველოს მთავრობამ სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან: ა) 6 თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცება; ბ) 12 თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება; გ) 12 თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემების დამტკიცება; დ) 18 თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის, გარდა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიისა, წარმოების წახალისების კონკურენტული აუქციონის გამოცხადებისა და ჩატარების წესისა და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის პრივილეგიური მწარმოებლის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცება; ე) 19 თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების წახალისების კონკურენტული აუქციონის გამოცხადებისა და ჩატარების წესის დამტკიცება; ვ) 24 თვის ვადაში უზრუნველყოს ბიოსაწვავის, ბიოგაზისა და ბიოსითხის სერტიფიცირებისა და შესაბამისობის დადგენის წესების დამტკიცება; ზ) 24 თვის ვადაში უზრუნველყოს ბიოსაწვავის, ბიოგაზისა და ბიოსითხის  წარმოების ლიცენზირებისა და ფასწარმოქმნის წესების დამტკიცება; თ) 24 თვის ვადაში უზრუნველყოს ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმების დადგენა; ი) 24 თვის ვადაში უზრუნველყოს ბიოსაწვავის, ბიოსითხეებისა და მათი წიაღისეული საწვავის კომპარატორების სათბურის გაზის გავლენის გამოთვლის წესების დამტკიცება.

6.საქართველოს მთავრობამ უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან: ა) 1 თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესის დამტკიცება; ბ) 1 თვის ვადაში უზრუნველყოს თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესის დამტკიცება; გ) 12 თვის ვადაში უზრუნველყოს თბური ტუმბოების ეკოლოგიური ეტიკეტირების მინიმალური მოთხოვნების შესახებ კანონქვემდებარე აქტის მიღება; დ) 12 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სერტიფიცირებული და კვალიფიციური მემონტაჟეების სიის დამტკიცება; ე) 24 თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის პრივილეგიურ მწარმოებელთან გასაფორმებელი ფასთა სხვაობის ხელშეკრულების სტანდარტული ფორმისა და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების მოწყობილობების მემონტაჟეების სერტიფიცირების წესების დამტკიცება.

7.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან: ა) 24 თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის დამტკიცება; ბ) 24 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

8.სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან: ა) 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ჰიდროენერგიისა და ქარის ენერგიისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის აღრიცხვის ნორმალიზაციის წესის დამტკიცება; ბ) 24 თვის ვადაში უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული გათბობისა და გაგრილების წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიომასის ენერგეტიკული პროექტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიასერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის კონტრაქტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის პროექტებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ივლ. 2020 · №1

  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 14

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 9საქართველოსა და მესამე ქვეყნის ერთობლივი პროექტი
  • 7საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტი
  • 1კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 167¹საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის რეგულირების საფასურის გადახდისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურების ვალდებულებისგან გათავისუფ
  • 167²ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების/დადგენის წესი იმ რეგულირებული ელექტროსადგურებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებას ახორციელებენ
  • 32ელექტროენერგიის წარმოების პირობები

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 12გარდამავალი დებულება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 309გარდამავალი დებულებანი

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

  • 10გარდამავალი დებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10121309149712167¹167²32221
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანახლებადი წყაროებიდა…ენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეტიკეტირების შეს…იმერეთის მღვიმეების და…საქართველოს საგადასახა…სახელმწიფო ქონების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020 · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026