Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებმუხლი 5

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

მუხლი 5. განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის გამოთვლა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020
თემები:ენერგიის წარმოებაგანახლებადი ენერგიაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityსამრეწველო აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.საქართველოში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება უნდა გამოითვალოს, როგორც შემდეგი მაჩვენებლების ჯამი: ა) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება; ბ) გათბობისა და გაგრილებისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება; გ) ტრანსპორტის მიერ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საბოლოო მოხმარება.

2.განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარების წილის გამოთვლისას განახლებადი წყაროებიდან მიღებული გაზი, ელექტროენერგია და წყალბადი გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ ერთხელ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მაჩვენებლებში.

3.ბიოსაწვავი და ბიოსითხე, რომლებიც ამ კანონით დადგენილ მდგრადობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს,  განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარების წილის გამოთვლისას გათვალისწინებული არ უნდა იქნეს.

4.თუ საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ ფორსმაჟორული გარემოების გამო მას არ შეუძლია დააკმაყოფილოს ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის მაჩვენებელი 2030 წლისთვის, მან ამის შესახებ შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში უნდა აცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.

5.განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება უნდა გამოითვალოს, როგორც იმ ელექტროენერგიის რაოდენობა, რომელიც განახლებადი წყაროებიდან არის წარმოებული საქართველოში. ამ ელექტროენერგიის მოცულობა არ მოიცავს იმ წყლისგან წარმოებულ ელექტროენერგიას, რომელიც ჰიდრომააკუმულირებელ სადგურში ადრე ხელმეორედ იქნა ამოტუმბული.

6.სხვადასხვა ტიპის საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურებში, რომლებიც ენერგიის განახლებად და წიაღისეულ (არაგანახლებად) წყაროებს იყენებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს ელექტროენერგიის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც განახლებადი წყაროებიდან არის მიღებული. ამ მიზნით თითოეული ენერგიის წყაროს წილი მისი ენერგიის შემცველობის საფუძველზე უნდა გამოითვალოს.

7.ჰიდროელექტროსადგურისა და ქარის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია უნდა ჩაითვალოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში, რომელიც განსაზღვრულია „ჰიდროენერგიისა და ქარის ენერგიისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის აღრიცხვის ნორმალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სამინისტროს სამართლებრივი აქტით.

8.გათბობისა და გაგრილებისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება გამოითვლება, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ცენტრალური გათბობისა და ცენტრალური გაგრილების რაოდენობისა და გათბობისთვის, გაგრილებისა და დამუშავების პროცესისთვის მოხმარებული განახლებადი წყაროებიდან მიღებული სხვა ენერგიების ჯამი, რომლებიც მრეწველობაში, საყოფაცხოვრებო სექტორში, მომსახურების სფეროებში, სოფლის მეურნეობაში, სატყეო მეურნეობასა და მეთევზეობის მეურნეობაში მოიხმარება.

9.სხვადასხვა ტიპის საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურებში, რომლებიც ენერგიის განახლებად და წიაღისეულ (არაგანახლებად) წყაროებს იყენებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ განახლებადი წყაროებიდან მიღებული გათბობისა და გაგრილების ნაწილი. ამ მიზნით თითოეული ენერგიის წყაროს წილი მისი ენერგიის შემცველობის საფუძველზე უნდა გამოითვალოს.

10.თბური ტუმბოებიდან მიღებული აეროთერმული ენერგია, გეოთერმული ენერგია და ჰიდროთერმული ენერგია გათვალისწინებული უნდა იქნეს გათბობისა და გაგრილებისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში იმ პირობით, რომ ენერგიის საბოლოო გამომუშავება მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს პირველად მიწოდებული ენერგიის რაოდენობას, რომელიც საჭიროა თბური ტუმბოების ასამუშავებლად. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, იმ სითბოს რაოდენობა, რომელიც მიჩნეულია განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიად, უნდა გამოითვალოს თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესით დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად.

11.პასიური ენერგეტიკული სისტემების მიერ გამომუშავებული თბური ენერგია, რომლის ფარგლებშიც ენერგიის დაბალი მოხმარება პასიურად მიღწეულია ნაგებობების დაპროექტებით ან ენერგიის წიაღისეული (არაგანახლებადი) წყაროებიდან მიღებული სითბოს მეშვეობით, გათბობისა და გაგრილებისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში გათვალისწინებული არ უნდა იქნეს.

12.ამ კანონის II დანართში ჩამოთვლილ სატრანსპორტო საწვავში ენერგიის შემცველობა უნდა განისაზღვროს იმავე დანართის შესაბამისად. შესაძლებელია ამ კანონის II დანართის ადაპტირება ტექნიკური და მეცნიერული პროგრესის შესაბამისად.

13.განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის გამოსათვლელად განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარება იყოფა ენერგიის ყველა წყაროდან მიღებული ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაზე. ეს წილი გამოხატულია პროცენტულად.

14.ამ მუხლის მე-13 პუნქტის მიზნიდან გამომდინარე, ამავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მაჩვენებლების ჯამი უნდა დაზუსტდეს ამ კანონით გათვალისწინებული სტატისტიკური ტრანსფერების, ერთობლივი პროექტების შედეგებისა და ერთობლივი მხარდაჭერის სქემების მიხედვით.

15.ამ კანონით დადგენილი სამიზნე მაჩვენებლებისა და საორიენტაციო მაჩვენებლის შესაბამისობის შეფასების მიზნით საქართველოს მიერ ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარების გამოთვლისას მიჩნეული უნდა იქნეს, რომ ავიაციაში მოხმარებული ენერგიის რაოდენობა, საქართველოს მიერ ენერგიის მთლიანი საბოლოო მოხმარების პროპორციულად, 6.18 პროცენტს არ აღემატება.

16.განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოთვლის მეთოდოლოგია მტკიცდება სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიომასის ენერგეტიკული პროექტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიასერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის კონტრაქტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის პროექტებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ივლ. 2020 · №1

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 20მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 3საქართველოს სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების დადგენა და განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ღონისძიებები
  • 15განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების წარმოშობის სერტიფიკატები
  • 20საქართველოს მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულება

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ

  • 2¹ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრების დადგენა

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 8ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი
  • 3ტერმინთა განმარტება
  • 24მოხმარებული ენერგიის აღრიცხვისა და გადასახადის დარიცხვის სისტემა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 37ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა
  • 111საბოლოო მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 64² (დანართი 1)ტერმინთა განმარტება

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 88შენობა-ნაგებობაში განახლებადი ენერგიის გამოყენება

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
64² (…2¹8820931533711183245
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანახლებადი წყაროებიდა…ეკონომიკური თავისუფლებ…ენერგოეფექტურობის შესა…ენერგეტიკისა და წყალმო…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020 · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026