Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებმუხლი 3

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

მუხლი 3. საქართველოს სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების დადგენა და განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ღონისძიებები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი  გაუთანაბრდეს სულ მცირე სამიზნე წლისთვის ამ კანონის I დანართით დადგენილ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის საქართველოს ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებს.

2.ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო) შეიმუშავებს ღონისძიებებს, რომელთა განხორციელება წაახალისებს და ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობასა და ენერგიის დაზოგვას.

3.სამინისტრო შეიმუშავებს ეფექტიან ღონისძიებებს, რათა განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი უტოლდებოდეს ან აღემატებოდეს ამ კანონის I დანართის მე-2 პუნქტით დადგენილ საორიენტაციო მაჩვენებელში მოცემულ წილს.

4.ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საქართველოს მთავრობას შეუძლია ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით სხვა ღონისძიებებთან ერთად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) მხარდაჭერის სქემების შემუშავება; ბ) ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეებთან ან/და მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობა.

5.იმის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ რამდენად დაუჭერს სახელმწიფო მხარს განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიას, რომელიც წარმოებულია ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ან მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობა იღებს შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

6.საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ 2030 წლისთვის ყველა სახეობის ტრანსპორტის მიერ მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტის მიერ ენერგიის საბოლოო მოხმარების სულ მცირე 10 პროცენტი იყოს.

7.ტრანსპორტში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი გამოითვლება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ნორმატიული აქტით, კერძოდ: ა) იმ მნიშვნელის გამოსათვლელად, რომელიც ყველა სახეობის ტრანსპორტის მიერ მოხმარებული ენერგიის საერთო რაოდენობას აღნიშნავს, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბენზინი, დიზელი და ბიოსაწვავი, რომლებსაც საავტომობილო ტრანსპორტი და სარკინიგზო ტრანსპორტი მოიხმარს, აგრეთვე ელექტროენერგია; ბ) იმ მრიცხველის გამოსათვლელად, რომელიც ყველა სახეობის ტრანსპორტის მიერ მოხმარებული განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საერთო რაოდენობას აღნიშნავს, გათვალისწინებული უნდა იქნეს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ყველა სახის ენერგია, რომელსაც ყველა სახეობის ტრანსპორტი მოიხმარს; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილისა და ყველა სახეობის ელექტროსატრანსპორტო საშუალების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის წილის გამოსათვლელად საქართველოს მთავრობა იყენებს საქართველოში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილს, რომელიც გამოთვლილია განსახილველ წლამდე 2 წლით ადრე; დ) საგზაო ელექტროსატრანსპორტო საშუალებების მიერ მოხმარებული განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის გამოსათვლელად მიჩნეული უნდა იქნეს, რომ ეს მოხმარება 2.5-ზე გამრავლებული განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის ენერგეტიკული შემცველობის ტოლია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ივლ. 2020 · №1

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 4განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა
  • 5განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის გამოთვლა
  • 8საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტის შედეგები

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 8ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი
  • 5პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები
  • 4ენერგოეფექტურობის პოლიტიკა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 7სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 11საინფორმაციო და წამახალისებელი ფინანსური ღონისძიებები
  • 19გარდამავალი დებულებები

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 1კანონის მიზანი

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ

  • 2¹ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრების დადგენა

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 31ამ კანონის საფუძველზე გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2¹458171119854313
მნიშვნელობით ახლოსგანახლებადი წყაროებიდა…ენერგოეფექტურობის შესა…ენერგეტიკისა და წყალმო…შენობების ენერგოეფექტუ…ენერგოეტიკეტირების შეს…ეკონომიკური თავისუფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020 · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026