საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

მუხლი 11. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაფინანსება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) (ამოღებულია - 15.07.2020, № 6940); გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასური; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2.საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების სახეებს, საფასურსა და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას და სამინისტროს სისტემის განვითარებას. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6940-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულია: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრები დაფინანსების წყაროების ჩამონათვალში აღარ არის; „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები უცვლელია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8²4024821²3194310342511
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს შინაგან სა…სამოქალაქო უსაფრთხოები…საზოგადოებრივი ჯანმრთე…შემოსავლების სამსახური…სურსათის/ცხოველის საკვ…სოციალური დახმარების შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა