საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

მუხლი 4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანები და ფუნქციები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანებია: ა) გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება; ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის ჩადენის დაფიქსირებისა და მათზე სათანადო რეაგირებისთვის 24-საათიანი, უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და აღნიშნული საქმიანობის კონტროლი.

2.საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ფუნქციებია: ა) უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) საგანგებო სიტუაციის, დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღება, დამუშავება და მასზე სათანადო რეაგირებისთვის ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტებისათვის მიწოდება; გ) ვიდეოანალიტიკური პროგრამების მეშვეობით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 24-საათიანი, უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის უზრუნველყოფა და ვიდეომეთვალყურეობის ერთიანი სისტემის მუდმივი განვითარება; დ) პოლიციის საჭიროებებიდან გამომდინარე, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაგეგმვა, ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკისა და რადარების დამონტაჟება/განთავსება და ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში ჩართვა; ე) კომპეტენციის ფარგლებში ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკისა და რადარების დამონტაჟებისთვის/განთავსებისთვის და ექსპლუატაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი; ვ) ვიდეომეთვალყურეობის შედეგად დანაშაულის ჩადენის/დანაშაულის მცდელობის ფაქტის დაფიქსირება, ძებნილი პირებისა და ავტომობილების აღმოჩენა, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დაფიქსირება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება; თ) „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და აღნიშნული საქმიანობის კონტროლი; ი) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით შესაბამისი მომსახურების განხორციელება; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3.საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

4.საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საქმიანობის სფეროსთვის მიკუთვნებული საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5.მინისტრი უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოსცეს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24174¹⁵85³9161239401998114
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს შინაგან სა…სამოქალაქო უსაფრთხოები…პოლიციის შესახებკერძო დაცვითი საქმიანო…საქართველოს ადმინისტრა…ჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა