დიზაინის შესახებ

მუხლი 18. პროცედურული ვადების გაგრძელება და აღდგენა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.განაცხადზე საქმის წარმოებისას განმცხადებელს უფლება აქვს, დადგენილი წესით მოითხოვოს: ა) წარდგენილ საგანაცხადო მასალაში ცვლილების ან/და შესწორების შეტანა, თუ ამ ქმედებით არ იცვლება დიზაინის დაცვის ფარგლები; ბ) დიზაინის გამოქვეყნების გადადება არა უმეტეს 30 თვით განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღიდან. მრავლობითი განაცხადის შემთხვევაში გამოქვეყნების გადადების მოთხოვნა შეიძლება შეეხებოდეს მასში შემავალ როგორც ყველა, ისე ცალკეულ დიზაინს; გ) განაცხადის განხილვის შეჩერება; დ) საქპატენტის მოთხოვნაზე პასუხის გაცემისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება; ე) ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37.

14.07.2010 წ., მუხ.220

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 5 ნოე. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 ივლ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46243394836¹64333426261128¹1318
მითითებამნიშვნელობით ახლოსდიზაინის შესახებსაქართველოს საპატენტო …საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სამოქალაქო…საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა