„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 48. საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 31 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საკადასტრო აღწერის შედეგებს სააგენტო/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი გადაამოწმებს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. სააგენტო/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია ადგილზე შეამოწმოს საკადასტრო აღწერის შედეგების სისწორე მესაკუთრის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის, დაინტერესებული პირის ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მონაწილეობით.

2.სააგენტო/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი ვალდებულია დაინტერესებულ პირებს შეატყობინოს საკადასტრო აღწერის შედეგების ადგილზე გადამოწმების თარიღი და დრო.

3.საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმების საფუძველზე, სააგენტო/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია შეცვალოს საკადასტრო აღწერის შედეგად შედგენილი საკადასტრო რუკა, სარეგისტრაციო ბლოკის გეგმა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა ნუსხა.

4.სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმების საფუძველზე შეცვლილი სარეგისტრაციო ბლოკის გეგმა უნდა გამოქვეყნდეს ამ ინსტრუქციის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.

5.უძრავი ნივთის საკადასტრო აღწერის შედეგების საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ, გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ ინფორმაციის ან მოსაზრების წარდგენა, ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმის გარდა, შესაძლებელია ელექტრონულად, საჯაროდ გამოცხადების ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, ინფორმაცია წარდგენილ უნდა იქნეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის გამოყენებით ან დაინტერესებული პირის ვინაობა უნდა დადასტურდეს პირად საკომუნიკაციო საშუალებაზე უსაფრთხოების კოდის გაგზავნის გზით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №806 - ვებგვერდი, 07.02.2022 წ. თავი VII. მედიატორი ნოტარიუსების სიის შედგენის , მედიატორი ნოტარიუსის შერჩევისა და სანოტარო მედიაციის წარმართვის წესი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²48721561413²16 (დ…12047452948
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საჯარო რეესტრის შესახე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საქართველოს სივრცის და…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა