„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 72. გეოდეზიური, ტოპოგრაფიული, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობის პირობები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 31 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სააგენტო უფლებამოსილია გეოდეზიური, ტოპოგრაფიული, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობა განახორციელოს საკუთარი ინიციატივით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მომართვის ან დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

2.საკადასტრო აგეგმვით/აზომვით სამუშაოზე, მათ შორის, შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აზომვით სამუშაოზე ზედამხედველობის ფარგლებში, სააგენტო შეუსაბამობას ადგენს, თუ გამოვლინდა, რომ: ა) საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, მათ შორის, შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აზომვითი ნახაზი მომზადებულია ადგილზე გაუსვლელად; ბ) საკადასტრო სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილმა პირმა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შედგენის დროს სრულად და ზუსტად არ ასახა უძრავი ნივთის ფაქტობრივი მდგომარეობა; გ) საკადასტრო სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილმა პირმა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის/შიდა აზომვითი ნახაზის შედგენის დროს დაარღვია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის/შიდა აზომვითი ნახაზის შესრულებისათვის დადგენილი მოთხოვნები.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების საფუძველზე, სააგენტო გასცემს წერილობით რეკომენდაციას მონაცემების გასწორების თაობაზე, კონკრეტულ გარემოებებზე მითითებით.

4.სააგენტოს მიერ ზედამხედველობის განხორციელებისას, შესაბამისი პირობების დადგენის შემთხვევაში, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებით დამტკიცებული „საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებაზე უფლებამოსილმა პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესი“.

5.სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.

6.ზედამხედველობის განხორციელებისას ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან მიაწოდონ მოთხოვნილი ინფორმაცია სააგენტოს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 31 მაისის ბრძანება №1212 - ვებგვერდი, 31.05.2026 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²11¹5824814697137²2972
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…საჯარო რეესტრის შესახე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…გეოდეზიური და კარტოგრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა