გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპეტენცია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს კონსტიტუციით გეოდეზია და კარტოგრაფია განეკუთვნება მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას.

2.საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის კოორდინირება ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის გატარების მიზნით; გ) საქართველოში გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების კოორდინირება; დ) კოორდინატებისა და სიმაღლეების, გრავიმეტრიული გაზომვების, აგრეთვე სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების, მასშტაბების რიგითობის ერთიანი სახელმწიფო სისტემის დადგენა; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

3.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გეოდეზიური და   კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში თავის საქმიანობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით.

4.საქართველოს სხვა სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციებისა და  დაწესებულებების კომპეტენცია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ.,მუხ.431

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 2023 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 10 აგვ. 2019 – 31 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

  3. 21 ნოე. 2018 – 10 აგვ. 2019 ტექსტი უცნობია

  4. … – 21 ნოე. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში კომპეტენცია გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროზე გადავიდა და შეიცვალა მისი უფლებამოსილებათა ჩამონათვალი, მათ შორის დაემატა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების შეთანხმება; მე-3 პუნქტი მხოლოდ ერთეულ რიცხვზე გადავიდა.

  2. 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში დამკვეთთა წრიდან ამოღებულია ფიზიკური და იურიდიული პირები, ხოლო სამუშაოების შესრულება სახელმწიფო შესყიდვების კანონს დაექვემდებარა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5584177⁸5615391175
მნიშვნელობით ახლოსგეოდეზიური და კარტოგრა…გეოგრაფიული ობიექტების…გარემოს დაცვის შესახებსაავტომობილო გზების შე…ატმოსფერული ჰაერის დაც…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა