2.მთავრობის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს მთავრობას, განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას; ე) უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს; ვ) ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს; ზ) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს; თ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში; ი) წარადგენს კანონის პროექტს უმაღლეს საბჭოში; კ) ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებს; ლ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხას; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის აპარატის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; ნ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის 22 ივლისის კანონი №12-რს - ვებგვერდი, 24.07.2026 წ.
მუხლი 8¹. მთავრობის თავმჯდომარე არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.
რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 22 ივლ. 2026
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
2. მთავრობის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს მთავრობას, განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას;
ე) უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს;
ვ) ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
ზ) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს;
თ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;
ი) წარადგენს კანონის პროექტს უმაღლეს საბჭოში;
კ) ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებს;
ლ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხას;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის აპარატის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
ნ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის 22 ივლისის კანონი №12-რს - ვებგვერდი, 24.07.2026 წ.
რედაქციების შედარება
ტექსტობრივი ცვლილება არ არის
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
