„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი
მუხლი 27. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისა და გადახდის წესი
1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სამინისტრო.
2. დამრღვევმა ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა უნდა გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, დაჯარიმების შესახებ დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
3. დაკისრებული ჯარიმის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევს დაეკისრება საურავი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჯარიმის თანხის 0,01%-ის ოდენობით. ჯარიმისა და საურავის საურავის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჯარიმა და საურავი დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად.
4. ამ კანონით (გარდა ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა პირს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორების ვალდებულებისგან. დარღვევის 6 თვის ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება ჯარიმის თანხის სამმაგი ოდენობით. თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
