Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ტყის კოდექსიმუხლი 21

საქართველოს ტყის კოდექსი

მუხლი 21. ტყის მართვის ორგანო

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო.

2.ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს ქმნის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო.

3.დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული ტყის მართვის ორგანოა დაცული ტერიტორიების მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანო.

4.მუნიციპალური ტყის მართვის ორგანოს ქმნის და მუნიციპალური ტყის მართვის გეგმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.

5.კერძო საკუთრების ტყის მართვას ახორციელებს ტყის მესაკუთრე ან მის მიერ ამ უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.

6.ტყის მართვის ორგანო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) ახორციელებს ტყეთმოწყობის ღონისძიებებს; ბ) ახორციელებს ტყის დაცვის ღონისძიებებს; გ) ახორციელებს ტყის მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებებს; დ) ახორციელებს ტყითსარგებლობის ღონისძიებებს; ე) ტყის ცალკეულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენის მიზნით აფასებს და სწავლობს მათ მდგომარეობას და ქმნის მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზას; ვ)  სხვა ტყითმოსარგებლისგან მოითხოვს ტყის განადგურების თავიდან აცილებას და ისეთი ქმედების შეწყვეტას, რომელიც ტყეს აზიანებს; ზ) მონაწილეობს ტყეში სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებებში; თ) უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას, ხანძრის საფრთხის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის შესაბამის ორგანოებს და მონაწილეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში; ი)  შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ტყის მართვის გეგმის პროექტს (სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო, დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული ტყის მართვის ორგანო, კერძო საკუთრების ტყის მესაკუთრე). ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო ან  მუნიციპალური ტყის მართვის ორგანო ტყის მართვის გეგმის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს; კ) შეიმუშავებს და ამტკიცებს წლიურ სამოქმედო გეგმას; ლ) მონაწილეობს ეკოლოგიური კატასტროფებით, ტყის მავნებელ-დაავადებებითა და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა-გაშენების ორგანიზებაში; მ) ახორციელებს ამ კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და საკუთარი წესდებით ან დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; ნ) ადგენს/გასცემს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტებს (მათ შორის, საჯარიმო ქვითარსა და სააღსრულებო ფურცელს); ო) აუქციონის წესით გასცემს ხეტყის დამზადების უფლებას სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ტყეკაფზე; პ) უზრუნველყოფს ტყის ფიზიკურ დაცვას.

7.(ამოღებულია - 24.06.2026, №1772);

8.სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) კრედიტები და შემოწირულებები; გ) ამ კოდექსის საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასური და ტყითსარგებლობის წლიური საფასური (მათ შორის, აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი); დ) ამ კოდექსით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2245 – ვებგვერდი,13.12.2022წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1772 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2026
  2. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2022
  3. 24 დეკ. 2021

    21-ე მუხლის პირველ ნაწილში მართვის ორგანოდ დასახელდა ეროვნული სატყეო სააგენტო; მე-7 ნაწილიდან ამოვარდა აღკვეთის ღონისძიებები და ზედამხედველობის ორგანოსთვის შეტყობინების ვალდებულება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 24 ივნ. 2026 · №8

  • 3 ცვლილება · ბოლო 1 ივლ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 22მუხლი 51

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 22ტყის ზედამხედველობის უფლებამოსილება
  • 17ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა
  • 19ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენცია

სატყეო მეურნეობის მართვის შესახებ

  • 5მართვის ორგანოს კომპეტენცია ტყის ფონდის მართვის სფეროში
  • 8ხე-ტყის დამზადება
  • 6მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები

გარემოს დაცვის შესახებ

  • 56¹სოციალური დაცვა
  • 57სახელმწიფო კონტროლი

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18დაცული ტერიტორიების მართვა

რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6¹ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1856¹5758622511719666¹21
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…სატყეო მეურნეობის მართ…გარემოს დაცვის შესახებმაჭახელას დაცული ლანდშ…არაგვის დაცული ლანდშაფ…დაცული ტერიტორიების სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026