1.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი თ დადგენილი მოთხოვნებისა, უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას საქმიანობის განხორციელების ადგილისა და საქმიანობის სახის შესახებ;
ბ) ინფორმაციას გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლიცენზიის/ნებართვის გაცემის დროს;
გ) პირობებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში და ექსპლუატიის დასრულების შემდეგ;
დ) ინფორმაციას საქმიანობის შემდგომი ანალიზის მიზნის, მასშტაბისა და პერიოდულობის შესახებ;
ე) ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებასთან დაკავშირებით ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელების შემთხვევაში – ინფორმაციას აღნიშნული პროცედურის შედეგების შესახებ.
2.გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, შესაძლებელია შეიცავდეს:
ა) მოთხოვნებს საწარმოო ავარიის შედეგად ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად;
ბ) საქმიანობის განხორციელებით გარემოზე შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილების, შემცირების ან შერბილების ვალდებულებას ან/და შესაბამისი კომპენსაციის ვალდებულებას;
გ) ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის საკომპენსაციო ღონისძიებებს ან/და შემარბილებელ ღონისძიებებს, რომლებიც დგინდება საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე პირთან შეთანხმებით;
დ) ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.სააგენტო ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში ასახოს ინფორმაცია:
ა) საზოგადოების მონაწილეობის პროცედურების განხორციელებისა და მის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინების შესახებ;
ბ) ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინების შესახებ;
გ) გზშ-ის ანგარიშში მოცემული შეფასებების გათვალისწინების შესახებ.
4.საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია შეასრულოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები.
შენიშვნა: გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა არ წარმოშობს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე პირის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებას ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით და მოიცავს მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5951 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1106 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, გარდასაქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას საქმიანობის განხორციელების ადგილისა და საქმიანობის სახის შესახებ;
ბ) ინფორმაციას გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლიცენზიის/ნებართვის გაცემის დროს;
გ) პირობებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში და ექსპლუატიის დასრულების შემდეგ;
დ) ინფორმაციას საქმიანობის შემდგომი ანალიზის მიზნის, მასშტაბისა და პერიოდულობის შესახებ;
ე) ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებასთან დაკავშირებით ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელების შემთხვევაში – ინფორმაციას აღნიშნული პროცედურის შედეგების შესახებ.
2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, შესაძლებელია შეიცავდეს:
ა) მოთხოვნებს საწარმოო ავარიის შედეგად ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად;
ბ) საქმიანობის განხორციელებით გარემოზე შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილების, შემცირების ან შერბილების ვალდებულებას ან/და შესაბამისი კომპენსაციის ვალდებულებას;
გ) ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის საკომპენსაციო ღონისძიებებს ან/და შემარბილებელ ღონისძიებებს, რომლებიც დგინდება საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე პირთან შეთანხმებით;
დ) ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. სააგენტო ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში ასახოს ინფორმაცია:
ა) საზოგადოების მონაწილეობის პროცედურების განხორციელებისა და მის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინების შესახებ;
ბ) ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინების შესახებ;
გ) გზშ-ის ანგარიშში მოცემული შეფასებების გათვალისწინების შესახებ.
4. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია შეასრულოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები.
შენიშვნა:გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა არ წარმოშობს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე პირის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებას ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით და მოიცავს მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საქართველოს 2020 წლის 22მაისის კანონი №5951 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1106 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №17 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
22 სექ. 2020 – 1 იან. 2021ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი შეფასებ…საქართველოს ზოგადი ადმ…გარემოს დაცვის შესახებნაგავსაყრელის მოწყობის…ნარჩენების მართვის კოდ…საქართველოს ტყის კოდექ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა