საქართველოს ტყის კოდექსი

მუხლი 32. ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის მოწესრიგება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვა უნდა მოწესრიგდეს ტყის ტერიტორიაზე შესაბამისი საინფორმაციო ნიშნების განთავსებით.

2.ტყის ტერიტორიაზე საინფორმაციო ნიშნები იმ ადგილებში უნდა განთავსდეს, სადაც არის საერთო სარგებლობის გზა, სატყეო გზა და ბილიკი და ისინი გადის ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის ზონაში ან ამ ზონის მომიჯნავე ტერიტორიაზე.

3.ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის მოქმედება უნდა გაუქმდეს და უნდა მოიხსნას ტყის ტერიტორიაზე განთავსებული საინფორმაციო ნიშნები − შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშნები, თუ აღარ არსებობს ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვის საფუძველი.

4.ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშნების გამოყენების წესები დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვა უნდა მოწესრიგდეს ტყის ტერიტორიაზე შესაბამისი საინფორმაციო ნიშნების განთავსებით. 2. ტყის ტერიტორიაზე საინფორმაციო ნიშნები იმ ადგილებში უნდა განთავსდეს, სადაც არის საერთო სარგებლობის გზა, სატყეო გზა და ბილიკი და ისინი გადის ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის ზონაში ან ამ ზონის მომიჯნავე ტერიტორიაზე. 3. ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის მოქმედება უნდა გაუქმდეს და უნდა მოიხსნას ტყის ტერიტორიაზე განთავსებული საინფორმაციო ნიშნები − შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშნები, თუ აღარ არსებობს ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვის საფუძველი. 4. ტყეში შესვლისა და გადაადგილების შეზღუდვის აღმნიშვნელი ნიშნების გამოყენების წესები დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 მაი. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
121025115¹574672031362632
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს „წითელი ნუ…საჯარო რეესტრის შესახე…მტირალას ეროვნული პარკ…ქალაქ თბილისის საზღვრე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა