საჯარო რეესტრის შესახებ

მუხლი 15¹. ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების რეგისტრაცია. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების რეგისტრაცია

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო ტყის ან კერძო საკუთრების ტყის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესებით.

2.სახელმწიფო ტყის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით.

3.სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე.

4.ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს, 2012 წლის 1 იანვრამდე იქნა გამოცემული, მიღებული ან შედგენილი. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ტყის საზღვრის კორექტირება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მფლობელის (მოსარგებლის) განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად დგინდება, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს.

5.ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე. ამ მიმართვას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თანხმობა. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრების რეგისტრაცია არ აჩერებს უძრავ ნივთზე სხვა რაიმე უფლების ან ვალდებულების რეგისტრაციას. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4947 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი № 5154 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5962 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №974 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1101 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო ტყის ან კერძო საკუთრების ტყის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესებით. 2. სახელმწიფო ტყის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით. 3. სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე. 4. ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს, 2012 წლის 1 იანვრამდე იქნა გამოცემული, მიღებული ან შედგენილი. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ტყის საზღვრის კორექტირება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მფლობელის (მოსარგებლის) განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად დგინდება, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს. 5. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე. ამ მიმართვას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თანხმობა. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრების რეგისტრაცია არ აჩერებს უძრავ ნივთზე სხვა რაიმე უფლების ან ვალდებულების რეგისტრაციას. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4947 – ვებგვერდი, 13.07.2011წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი № 5154 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5962 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №974 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1101 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. მუხლი 15 2 . (ამოღებულია) საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6324 - ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი № 5154 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივლ. 2024 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2024 – 1 ივლ. 2024 ტექსტი უცნობია

  3. 16 დეკ. 2022 – 1 აპრ. 2024 ტექსტი უცნობია

  4. 19 ნოე. 2021 – 1 იან. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15674611614961374915¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…ქარსაფარი (მინდორდაცვი…სახელმწიფო ქონების შეს…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…მტირალას ეროვნული პარკ…ქალაქ თბილისის საზღვრე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა