1.ყველას აქვს უფლება, დასვენებისა და გართობის მიზნით იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში. ეს უფლება არ მოიცავს იმ ტყის რესურსებით სარგებლობას, რომლებით სარგებლობისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულოა შესაბამისი უფლების მოპოვება.
2.ტყის მესაკუთრის ან ტყის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით, ტყეში შესვლა ან/და გადაადგილება შესაძლებელია შეიზღუდოს:
ა) ხანძრის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების შემცირების პრევენციული ღონისძიებების ან ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის;
ბ) ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის და ვადით;
გ) ტყის მერქნული რესურსების მოსაპოვებლად მიმდინარე სამუშაოების უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;
დ) ტყეში, სადაც არის მერქნიან სახეობათა დენდრარიუმი, ტყის სათესლე უბანი, სამონადირეო მეურნეობა, თევზის მეურნეობა, სანერგე, ხეტყისა და მექანიზმების საწყობი, შენობა-ნაგებობა, ხეტყის გადაზიდვის საშუალებების სამოქმედო ადგილი, გარდა სატყეო გზისა;
ე) ტყის აღდგენა-გაშენების ფართობზე, სადაც ნარგავების სიმაღლე არაუმეტეს 3 მ-ია;
ვ) ტყის მართვის გეგმით ან წლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სხვა საფუძვლით.
3.ტყეში სატრანსპორტო საშუალებით შესვლა ან/და გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ სატყეო გზაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტყითმოსარგებლის მიერ შეზღუდულია ტყეში სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლით.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ყველას აქვს უფლება, დასვენებისა და გართობის მიზნით იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში. ეს უფლება არ მოიცავს იმ ტყის რესურსებით სარგებლობას, რომლებით სარგებლობისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულოა შესაბამისი უფლების მოპოვება.2. ტყის მესაკუთრის ან ტყის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით, ტყეში შესვლა ან/და გადაადგილება შესაძლებელია შეიზღუდოს:ა) ხანძრის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების შემცირების პრევენციული ღონისძიებების ან ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის;ბ) ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის და ვადით;გ) ტყის მერქნული რესურსების მოსაპოვებლად მიმდინარე სამუშაოების უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;დ) ტყეში, სადაც არის მერქნიან სახეობათა დენდრარიუმი, ტყის სათესლე უბანი, სამონადირეო მეურნეობა, თევზის მეურნეობა, სანერგე, ხეტყისა და მექანიზმების საწყობი, შენობა-ნაგებობა, ხეტყის გადაზიდვის საშუალებების სამოქმედო ადგილი, გარდა სატყეო გზისა;ე) ტყის აღდგენა-გაშენების ფართობზე, სადაც ნარგავების სიმაღლე არაუმეტეს 3 მ-ია;ვ) ტყის მართვის გეგმით ან წლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სხვა საფუძვლით.3. ტყეში სატრანსპორტო საშუალებით შესვლა ან/და გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ სატყეო გზაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტყითმოსარგებლის მიერ შეზღუდულია ტყეში სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლით.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 მაი. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.