1.პირბადის გამოყენება აუცილებელია ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ შემთხვევებში.
2.ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ შემთხვევებში პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება: ა) (ამოღებულია - 02.05.2022, №228) ; ბ) პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას პირს, თუ მის მიერ ამ საქმიანობის განხორციელების პროცესში პირბადის ტარება შეუძლებელია (მათ შორის, ლოგოპედს, ჟესტური ენის თარჯიმანს); გ) 6 წლამდე ასაკის ბავშვს; დ) პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით; ე) ( ამოღებულია - 17.06.2022, №323) ; ვ) პირს დახურულ საჯარო სივრცეში, თუ პირის მიერ მომსახურების მიღება/მომსახურებით სარგებლობა და პირბადის ტარება ერთად შეუძლებელია; ზ) (ამოღებულია - 30.06.2021, №314).
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, აუცილებლობას არ წარმოადგენს ამ დადგენილების მიზნებისათვის ექიმის ახალი ცნობის აღება, თუ უკვე არსებობს აღნიშნული ავადმყოფობების შესახებ რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტი (მ.შ., სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, და სხვ.).
4.(ამოღებულია - 02.05.2022, №228).
5.ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდების პროცესში, კომუნიკაციის მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნეს გამჭვირვალე პირბადე ან/და სახის ფარი (თუ შესაძლებელია უსაფრთხო დისტანციის დაცვა). საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის დადგენილება №401 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №1 33 – ვებგვერდი , 2 6 .03.2021 წ . საქართველოს მთავრობის 2021 წლის 30 ივნისის დადგენილება №314 – ვებგვერდი, 30.06.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №152 – ვებგვერდი, 29.03.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მაისის დადგენილება №228 – ვებგვერდი, 02.05.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 ივნისის დადგენილება №323 – ვებგვერდი, 17.06.2022წ.

