1.პირბადის გამოყენება აუცილებელია: ა) დახურულ საჯარო სივრცეში, კერძოდ: ა.ა) სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში; ა.ბ) ( ამოღებულია - 17.06.2022, №323); ბ) ( ამოღებულია - 17.06.2022, №323).
2.ამ წესის მიზნებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გულისხმობს მგზავრთა გადაყვანას სატრანსპორტო საშუალებით (საავტომობილო (M2, M3 კატეგორია), სარკინიგზო, მეტროპოლიტენი, საბაგირო). მათ შორის იგულისხმება როგორც ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, აგრეთვე, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტს ან/და ქალაქს შორის.
3.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში დასაშვებია როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პირბადის გამოყენება. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №496 – ვებგვერდი, 12.08.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №660 – ვებგვერდი, 03.11.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 ივნისის დადგენილება №295 – ვებგვერდი, 22.06.2021წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №408 – ვებგვერდი, 11.08.2021წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №418 – ვებგვერდი, 17.08.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №152 – ვებგვერდი, 29.03.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მაისის დადგენილება №228 – ვებგვერდი, 02.05.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 ივნისის დადგენილება №323 – ვებგვერდი, 17.06.2022წ.

