ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

მუხლი 23. ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 29 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ ამ ღონისძიების შემოღება მთლიანად ან ნაწილობრივ ზიანს მიაყენებს ეკონომიკის სხვა დარგს ან პროდუქტის მომხმარებელთა ინტერესებს ან განპირობებული იქნება სახელმწიფო საჭიროებით.

2.ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

3.ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გადახედილ იქნეს 1 წლის ვადაში, თუ მისი მიღების მიზეზი შეიცვალა.

4.საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5¹2867237017¹13⁶14562617923
მნიშვნელობით ახლოსვაჭრობაში ანტიდემპინგუ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს კონსტიტუცი…მობილიზაციის შესახებპროდუქტის უსაფრთხოების…გარემოსდაცვითი შეფასებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა