ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 17¹. რეგულირების ზეგავლენის შეფასება

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რეგულირების ზეგავლენის შეფასება სავალდებულოა: ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით პერიოდულად განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტების ნუსხაში შემავალ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადებისას, თუ ამ კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა; ბ) ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მიერ მომზადებისას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ შესაბამისი კანონპროექტი: ა) ეხება საბიუჯეტო საკითხებს (მათ შორის, არის წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტი), სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, პენიტენციურ, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საკითხებს; ბ) ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებას, სხვა ტექნიკურ ცვლილებას ან კანონში არსებული ხარვეზის გამოსწორებას და კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს არ ცვლის; გ) ითვალისწინებს კანონის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობას; დ) შედის საკანონმდებლო პაკეტში თანამდევი კანონპროექტის სახით და არ შეიცავს პაკეტში შემავალი მთავარი კანონპროექტით გაუთვალისწინებელ საკითხებს.

3.განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც კანონპროექტის მომზადებისა და წარდგენის დაყოვნება გაუმართლებელია, საქართველოს მთავრობამ დასაბუთებული წინადადების საფუძველზე შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში შემავალი საკანონმდებლო აქტის პროექტის მომზადებისას რეგულირების ზეგავლენის შეფასების ვალდებულებისაგან.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რეგულირების ზეგავლენის შეფასება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე ნებისმიერი ნორმატიული (მათ შორის, კანონქვემდებარე) აქტის პროექტის მომზადებისას, მისი ავტორის/ინიციატორის − საქართველოს მთავრობის ან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო დაწესებულების გადაწყვეტილებით.

5.რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის ორგანული  კანონი №4607 – ვებგვერდი, 05.06.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რეგულირების ზეგავლენის შეფასება სავალდებულოა: ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით პერიოდულად განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტების ნუსხაში შემავალ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადებისას, თუ ამ კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა; ბ) ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მიერ მომზადებისას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ შესაბამისი კანონპროექტი: ა) ეხება საბიუჯეტო საკითხებს (მათ შორის, არის წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტი), სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, პენიტენციურ, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის საკითხებს; ბ) ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებას, სხვა ტექნიკურ ცვლილებას ან კანონში არსებული ხარვეზის გამოსწორებას და კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს არ ცვლის; გ) ითვალისწინებს კანონის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობას; დ) შედის საკანონმდებლო პაკეტში თანამდევი კანონპროექტის სახით და არ შეიცავს პაკეტში შემავალი მთავარი კანონპროექტით გაუთვალისწინებელ საკითხებს. 3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც კანონპროექტის მომზადებისა და წარდგენის დაყოვნება გაუმართლებელია, საქართველოს მთავრობამ დასაბუთებული წინადადების საფუძველზე შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში შემავალი საკანონმდებლო აქტის პროექტის მომზადებისას რეგულირების ზეგავლენის შეფასების ვალდებულებისაგან. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რეგულირების ზეგავლენის შეფასება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე ნებისმიერი ნორმატიული (მათ შორის, კანონქვემდებარე) აქტის პროექტის მომზადებისას, მისი ავტორის/ინიციატორის − საქართველოს მთავრობის ან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო დაწესებულების გადაწყვეტილებით. 5. რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის ორგანული  კანონი №4607 – ვებგვერდი, 05.06.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №30 · ძალაშია 25 დეკ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 25 დეკ. 2019 – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

  2. 9 ნოე. 2009 – 25 დეკ. 2019 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
366617812402024 (დ…12 (დ…382215417¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…საქართველოს საბიუჯეტო …რეგულირების საფასურის …გარემოსდაცვითი შეფასებ…საქართველოს სივრცის და…საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა