ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

მუხლი 17. სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვა, დახმარება, რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია მოიცავს იმ სამართლებრივი, სოციალური და ორგანიზაციული ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც უზრუნველყოფს: ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა პატივისა და ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების სრული დაცვით; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დისკრიმინაციის დაუშვებლობას; გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებას; დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სრულყოფილი რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის ხელშეწყობას; ე) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის სრული ინფორმაციის მიწოდებას მათი უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

2.სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვას, დახმარებას, რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციას, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა დაწესებულებებთან, რათა უზრუნველყონ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა და დახმარება, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა და მოწმეთა პერსონალური მონაცემების სრული გასაიდუმლოება, პირადი უსაფრთხოებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, უსაფრთხო რეპატრიაცია და სამედიცინო-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, აგრეთვე დანაშაულის შედეგად მიყენებული ფიზიკური, მორალური ან ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მექანიზმებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2021 – 3 აპრ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 1 იან. 2021 – 1 სექ. 2021 ტექსტი უცნობია

  3. 26 ივნ. 2012 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  4. 22 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

  5. … – 22 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
143¹143³77181419²616012101417
მნიშვნელობით ახლოსადამიანით ვაჭრობის (ტრ…შეზღუდული შესაძლებლობი…კანონთან კონფლიქტში მყ…ბავშვის უფლებათა კოდექ…ქალთა მიმართ ძალადობის…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა