შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

მუხლი 17. ცნობიერების ამაღლება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, უზრუნველყოფს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი წვლილის პოპულარიზაციას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ მათი ოჯახებისა და საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; გ) გრძელვადიანი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის გამომწვევი სტერეოტიპების რღვევას; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე ორიენტირებული ადეკვატური, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების/მექანიზმების ასახვას საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალებში, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულო იქნება ყველა დაწესებულებისთვის, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

2.სახელმწიფო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობითაც ახორციელებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, უზრუნველყოფს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი წვლილის პოპულარიზაციას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ მათი ოჯახებისა და საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; გ) გრძელვადიანი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის გამომწვევი სტერეოტიპების რღვევას; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე ორიენტირებული ადეკვატური, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების/მექანიზმების ასახვას საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალებში, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულო იქნება ყველა დაწესებულებისთვის, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. 2. სახელმწიფო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობითაც ახორციელებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
461971851²371516783417
მნიშვნელობით ახლოსშეზღუდული შესაძლებლობი…კულტურის შესახებდასაქმების ხელშეწყობის…მეცნიერების, ტექნოლოგი…მაუწყებლობის შესახებზოგადი განათლების შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა